Day: July 10, 2019

კარტოფილის ახალი ჯიშების რეგისტრაცია

კარტოფილის საერთაშორისო ცენტრთან ერთად, კარტოფილის ახალი ჯიშების დარეგისტრირება მიმდინარეობს. ერთობლივი პროექტი „საქართველოში სოფლად საარსებო საშუალებების გაძლიერება: ჯანსაღის თესლის წარმოების ინტეგრირებული მიდგომის დანერგვა კარტოფილის ადგილობრივი თესლწარმოების სისტემაში“ 2017 წლიდან, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში უკვე შემუშავდა საქართველოში კარტოფილის მეთესლეობის გაუმჯობესების ეროვნული გეგმა, რომელიც ახალი გენოტიპების შემოტანას, ვირუსებისადმი გამძლე ჯიშების იდენტიფიკაციას და კატალოგის …

კარტოფილის ახალი ჯიშების რეგისტრაცია Read More »

აგროდაზღვევის პროექტის ბენეფიციარებს შიდა ქართლში სეტყვით მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ

შიდა ქართლის რეგიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, დაზიანების შესახებ 700-ზე მეტი შეტყობინებაა მიღებული. დაზარალებულთაგან ერთ-ერთია საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ქერეს მკვიდრი, ალექსანდრე ვალიშვილი, რომელსაც სეტყვის შედეგად სამი ნაკვეთი დაუზიანდა და გაუნადგურდა მოსავლის 98%, 100% და 95%. დამზღვევი კომპანია  ბენეფიციარს 13 609  ლარს აუნაზღაურებს. …

აგროდაზღვევის პროექტის ბენეფიციარებს შიდა ქართლში სეტყვით მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ Read More »

2012 წლიდან რუსეთში ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად არც ერთი ლარი არ დახარჯულა – დავითაშვილი

„2012 წლიდან დღემდე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით გამოყოფილი ბიუჯეტი 1.5 მლნ ლარიდან 9 მლნ ლარამდე გაიზარდა. ტენდეცია მზარდია. აღსანიშნავია, რომ ამ თანხიდან არც ერთი ლარი არ დახარჯულა, ტრადიციულ რუსეთის ბაზარზე, სადაც ქართულ ღვინოს ისტორიული ცნობადობა ისედაც აქვს. ჩვენი ქმედებები მიმართული იყო ალტერნატიულ ბაზრებზე ქართული ღვინის დასამკვიდრებლად“ – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის …

2012 წლიდან რუსეთში ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად არც ერთი ლარი არ დახარჯულა – დავითაშვილი Read More »

საქართველოდან ექსპორტზე უკვე 3 ტონაზე მეტი ატამი და ვაშლატამა გავიდა

2019 წლის 8 ივლისის მდგომარეობით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტმა 3,426 ტონა შეადგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს ატმის მოსავლის აღება დაგვიანებით დაიწყო, რამაც განაპირობა ექსპორტის დაბალი მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წელს, ამავე პერიოდში, საქართველოდან ექსპორტირებული იყო 5,544 ტონა. ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, გასული წლის მსგავსად, …

საქართველოდან ექსპორტზე უკვე 3 ტონაზე მეტი ატამი და ვაშლატამა გავიდა Read More »

საქართველო ყაზახეთში ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის გაზრდას გეგმავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ყაზახური კომპანიის „ფუდ კონტრაქტ კორპორეიშენის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე, მათ შორის, ქართული ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო მარცვლეული კულტურების შენახვა, გაშრობა, გადამუშავების კუთხით თანამშრომლობის საკითხებსაც. ყაზახური კომპანიის წარმომადგენლები კერძო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. მხარეებმა საქართველოში ხორბლისა და ფქვილის იმპორტის განხორციელების …

საქართველო ყაზახეთში ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის გაზრდას გეგმავს Read More »

საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ელექტრომობილების პირველი საწარმო მალე ქუთაისში აშენდება – Euronews

საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ელექტრომობილების პირველი საწარმო მალე ქუთაისში აშენდება, – ამის შესახებ Euronews-ი წერს. „ქუთაისი საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქია. ესაა საქართველოს კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი – განვითარებადი მრეწველობით.  საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ელექტრომობილების პირველი საწარმო მალე ამ ქალაქში აშენდება. პროექტი ქართული და ჩინური კომპანიების თანამშრომლობით განხორციელდება. მას მხარს უჭერს საქართველოს მთავრობაც. საწარმო …

საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ელექტრომობილების პირველი საწარმო მალე ქუთაისში აშენდება – Euronews Read More »

2021 წელს სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსს, შესაძლოა, საქართველომ უმასპინძლოს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ბრუსელის მუნდიალის სპირტიანი სასმელების კონკურსის დირექტორს, ტიერი ჰენსს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა 2021 წელს საერთაშორისო კონკურის საქართველოში ჩატარების პერსპექტივაზე იმსჯელეს. საერთაშორისო კონკურსში მონაწილოებას 23 ქვეყანა და 96 საერთაშორისო მსაჯი მიიღებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას არამარტო როგორც ღვინის, არამედ სხვა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქვეყნის კუთხით. …

2021 წელს სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსს, შესაძლოა, საქართველომ უმასპინძლოს Read More »

TRADE WITH GEORGIA – ახალი კატალოგი ქართველი მეწარმეებისა და სერვისის მიმწოდებლებისთვის

“აწარმოე საქართველოს“ ონლაინ პლათფორმა tradewithgeorgia.com ქართულ ბიზნეს ორგანიზაციებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. საიტის მეშვეობით ქართველ მეწარმეებსა და სერვისის მიმწოდებლებს საშუალება ეძლევათ საკუთარი კომპანიის ინფორმაცია ატვირთონ WWW.TRADEWITHGEORGIA.COM-ზე და დარეგისტრირდნენ ონლაინ კატალოგში. კატალოგის მიზანია მაქსიმალურად მეტ საერთაშორისო იმპორტიორს, სავაჭრო ქსელის წარმომადგენელსა და ბიზნეს ორგანიზაციას გააცნოს ინფორმაცია ქართული ბიზნესების შესახებ, დააკავშიროს ერთმანეთთან ქართული და უცხოური ორგანიზაციები. შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტი “ქართული …

TRADE WITH GEORGIA – ახალი კატალოგი ქართველი მეწარმეებისა და სერვისის მიმწოდებლებისთვის Read More »