Month: July 2019

შიდა ქართლში ხილისა და ბოსტნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთები მოეწყო

ადგილობრივი ფერმერებისათვის სასოფლო-სამეურნეო მომსახურების მიწოდების პოპულარიზაციის მიზნით, შიდა ქართლში ხილისა და ბოსტნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთები მოეწყო. შიდა ქართლი USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამა „ზრდას“ სამიზნე რეგიონია. ერთობილი ინიციატივით, შიდა ქართლის რეგიონში, პროგრამის პარტნიორმა ორგანიზაცია AgroCom-მა ფერმერთა შერჩევის პროცესი აწარმოა, რამდენიმე ფერმერი შეარჩია და უზრუნველჰყო სარწყავი სისტემითა და სხვა საჭირო აღჭურვილობით, ასევე გაუწია პროფესიონალური კონსულტაცია. შედეგად, ქარელის, გორისა და …

შიდა ქართლში ხილისა და ბოსტნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთები მოეწყო Read More »

სოფლის განვითარების წარმატებული პროექტების გახსნისა და აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების წარმატებული პროექტების გახსნისა და აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება გაიმართა. ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის გახსნით ღონისძიებაზე სტუმრებმა დაგეგმილი ტურის ფარგლებში სივრცე დაათვალიერეს. ამის შემდეგ ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW) და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად (GFA), ალგეთის ეროვნულ პარკში მოწყობილი …

სოფლის განვითარების წარმატებული პროექტების გახსნისა და აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში Read More »

“ქართული ღვინის ბუმი” – ინტერნეტ გამოცემა SevenFifty ქართულ ღვინოზე სტატიას აქვეყნებს

„ქართული ღვინის ბუმი“ – სტატიას ამ სათაურით ონლაინ-გამოცემა SevenFifty აქვეყნებს. სტატიის ავტორი, ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკია, რომელთანაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან თანამშრომლობს. „ქართველი მეღვინეები 53 ქვეყანაში ახორციელებენ ექსპორტს, მათ შორის: საფრანგეთი, ჰოლანდია, ისრაელი და კანადა წელს გაორმაგებული საექსპორტო მაჩვენებლით გამოირჩევა; ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, 88%-ით გაზრდილია ექსპორტის წილი. …

“ქართული ღვინის ბუმი” – ინტერნეტ გამოცემა SevenFifty ქართულ ღვინოზე სტატიას აქვეყნებს Read More »

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 24 აგვისტოს გაიხსნება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2019 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ქართული ღვინო ცხრა საუკეთესო ევროპული ღვინის ჩამონათვალში მოხვდა

ბრიტანული გამოცემა The Independenet-ი აქვეყნებს ცხრა ევროპული ღვინის სიას, რომელიც სტატიის ავტორის აზრით, დიდი ბრიტანეთს ხისტ ბრექსიტს „გადაატანინებს“. ჩამონათვალში ორი ქართული ღვინო მოხვდა – “ოროველას” საფერავი 2008 და “იბერიულის” ქისი 2017, ქვევრის ქარვისფერი ღვინო. ღვინოების სიაში ასევე მოხვდა თურქული, უკრაინული, მოლდოვური, შვეიცარიული და მაკედონიური ღვინოები. „ევროპული ღვინოები ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, – ესაა იმ ღვინოების ჩამონათვალი, რომელიც …

ქართული ღვინო ცხრა საუკეთესო ევროპული ღვინის ჩამონათვალში მოხვდა Read More »

თსუ-ის კურსდამთავრებულმა აგროჟურნალისტიკის მნიშვნელობაზე კვლევა ჩაატარა

,,აგროჟურნალისტიკის როლი სოფლის მეურნეობის განვითარებაში” – თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების  კურსდამთავრებულმა ნოდარ ლაფანაშვილმა, გადაცემები ,,ფერმა” , ,,მე ვარ ფერმერი” და ,,აგრო სიახლეები” იკვლია. როგორც კვლევის ატორი ამბობს, საკვლევ პერიოდად 3 თვე ჰქონდა აღებული და ამ პერიოდში 36 გადაცემა შეისწავლა. გადაცემის შესწავლამ, გადაცემის წამყვანებთან და ფერმერებთან  სიღრმისეულმა ინტერვიუებმა მკვლევარისთვის …

თსუ-ის კურსდამთავრებულმა აგროჟურნალისტიკის მნიშვნელობაზე კვლევა ჩაატარა Read More »

“ბიოდიზელ ჯორჯია” რაფსის კულტურას “ბიოაგროს” ტექნოლოგიით მოიყვანს

 „ბიოდიზელ ჯორჯია“ კომპანია „ფრეგოსთან“ ერთად საქართველოში ეკომეგობრული საწვავის რეალიზაციას და ამასთანავე, წარმოებას უფრო ფართო მასშტაბებით გეგმავს. ბიოდიზელი ნავთობდიზელთან შედარებით მეტად ეკომეგობრულია გარემოს მიმართ და მისი მოხმარებით ნაკლებად ბინძურდება ჰაერი და გარემო. კომპანია „ბიოდიზელ ჯორჯია“ საწვავის წარმოებას რაფსის კულტურისგან აპირებს. განსაზღვრულია ფართობები, რომლის ათვისებაც ფერმერებთან თანამშრომლობით იგეგმება – კომპანია ფერმერებისგან შეისყიდის წინასწარ განსაზღვრული რაოდენობის რაფსს. რაფსის …

“ბიოდიზელ ჯორჯია” რაფსის კულტურას “ბიოაგროს” ტექნოლოგიით მოიყვანს Read More »

საქართველოში ბენზინგასამართი სადგურების შემოწმება დაიწყო

საქართველოში ბენზინგასამართი სადგურების შემოწმება დაიწყო. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, დიზელის საწვავში ცეტანის რიცხვის, სიმკვრივის, გოგირდისა და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილის შემცველობის დასადგენად, 120 სინჯს აიღებენ. ქვეყნის მასშტაბით, შემოწმება კომპანიების წარმომადგენლების გაფრთხილების გარეშე განხორციელდება, ხოლო სინჯების ლაბორატორიულ კვლევას “ლევან სამხარაულის სახელობის – სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო” უზრუნველყოფს. კვლევის შედეგად, დადგინდება დიზელის საწვავის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან …

საქართველოში ბენზინგასამართი სადგურების შემოწმება დაიწყო Read More »

ხონის მუნიციპალიტეტში თხილის მოსავალს იღებენ

ხონის მუნიციპალიტეტში თხილის მოსავლის აღების პროცესი დაიწყო. ფერმერებმა მავნებლებისა და სოკოვანი დაავადების წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოები აგროკონსულტანტების რეკომენდაციითა და ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრთან კოორდინირებულად ჩაატარეს. ფერმერთა ნაწილი აღნიშნავს, რომ გატარებულმა ღონისძიებებმა მავნებლის რაოდენობა საგრძნობლად შეამცირა, რაც დადებითად აისახა მოსავლის ხარისხსა და რაოდენობაზე. ხონის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები კვლავ მიმდინარეობს. საკარმიდამო ფართობები თერმული ნისლის ტექნოლოგიით, ხოლო სიმინდის მასივები …

ხონის მუნიციპალიტეტში თხილის მოსავალს იღებენ Read More »

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვენახების კადასტრი მიმდინარეობს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვენახების კადასტრი მიმდინარეობს. პროგრამა ვენახების ფართობების აღრიცხვას, მევენახეთა რეგისტრაციას და პასპორტიზაციას, სპეციფიკური ზონების საზღვრების დაზუსტებას, მევენახეთა და მევენახეობა-მეღვინეობის სექტორის სუბიექტების საანკეტო მონაცემების და ვენახებში გაშენებული ვაზის ჯიშობრივი შემადგენლობისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას მოიცავს. გურჯაანის მერია მოუწოდებს მევენახეებს, რომელთაც ჯერ კიდევ არ დაურეგისტრირებიათ საკუთარი ვენახები კადასტრის ბაზაში, დროულად მიაკითხონ ოპერატორებს ადმინისტრაციულ ერთეულებში. ეს …

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვენახების კადასტრი მიმდინარეობს Read More »