Month: June 2019

არ არსებობს საფუძველი, რომ ქართული პროდუქციის ხარისხი ეჭვქვეშ დადგეს – ღვინის სააგენტო

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურმა სამსახურმა ქართულ ღვინოზე კონტროლი გააძლიერა. როგორც „როსპოტრებნადზორის“ განცხადებაში წერია, 8 ქართული კომპანიის მიერ იმპორტირებული ღვინოები სავალდებულო მოთხოვნებს არ შეესაბამება. უწყების განცხადებას ღვინის ეროვნული სააგენტო გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დადგეს ქართული საექსპორტო პროდუქციის ხარისხი. „ღვინის ექსპორტის რაოდენობრივი ზრდის პარალელურად,  ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქართული ღვინის ხარისხის …

არ არსებობს საფუძველი, რომ ქართული პროდუქციის ხარისხი ეჭვქვეშ დადგეს – ღვინის სააგენტო Read More »

კუს ტბისა და თბილისის ზღვის სინჯებში ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ ფიქსირდება – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კუს ტბისა და თბილისის ზღვის სინჯებში ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ ფიქსირდება.სააგენტოს სპეციალისტებმა, წყლის ხარისხის დასადგენად, სინჯები მაისში აიღეს, რის შემდეგაც განისაზღვრა 29 კომპონენტი, მათ შორის 26 ქიმიური და 3 მიკრობიოლოგიური პარამეტრი. პარამეტრზე კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში განხორციელდა.

ENPARD-ის მწვანე ბანაკი ახალგაზრდა ლიდერებისა და ინოვატორებისათვის

15-23 ივნისს, ბულაჩაურის მწვანე ცენტრმა რიგით მეორე ახალგაზრდა ლიდერთა და ინოვატორთა მწვანე ბანაკს უმასპინძლა. ბანაკი ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით, CENN-ის ორგანიზებითა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მონაწილეობით მოეწყო. მასში წალკის, ქედისა დახულოს მუნიციპალიტეტების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. ისინი ღია საკონკურსო წესით შეარჩიეს. შემეცნებით–გასართობი ბანაკის მიზანი ახალგაზრდებში გარემოს დაცვის, მდგრადი განვითარების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება …

ENPARD-ის მწვანე ბანაკი ახალგაზრდა ლიდერებისა და ინოვატორებისათვის Read More »

თხილის მწაროებელთა ორგანიზაციამ “თხილის გადარჩენის პროგრამის” შუალედური ანგარიში წარადგინა

საქართველოს თხილის მწაროებელთა ორგანიზაციამ „თხილის გადარჩენის პროგრამის“ შუალედური ანგარიში წარადგინა. პროგრამაში, ამ ეტაპზე, 15 000-მდე ფერმერია გაწევრიანებული. პროგრამა მიზნად ისახავს, ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ ფერმერთა ინფორმირებულობის გაზრდას, საკონსულტაციო სამუშაოებს, რათა დროულად გატარდეს საჭირო ღონისძიებები და ფერმერებმა თავიდან აიცილონ თხილის მოსავლის დაზიანება. „თხილის გადარჩენის პროგრამის“ ფარგლებში, ასოციაციას შესაწამლი აპარატები გადაეცა, რომლითაც ფერმერებს ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა შეუძლიათ. ჯამში, …

თხილის მწაროებელთა ორგანიზაციამ “თხილის გადარჩენის პროგრამის” შუალედური ანგარიში წარადგინა Read More »

ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია, ფაროსანასთან ბრძოლა საქართველოს გამოცდილებიდან ისწავლოს – EPPO-ს დირექტორი

„ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია ისწავლოს საქართველოს გამოცდილებიდან. მისაბაძია, თუ როგორ აწვდით მოსახლეობას ინფორმაციას ფაროსანასთან ბრძოლის შესახებ შეტყობინებისა და ვიდეორგოლების საშუალებით“,- ამის შესახებ ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO ) გენერალურმა დირექტორმა, ნიკო ჰორნიმ განაცხადა. ორგანიზაციის წევრები საქართველოში იმყოფებიან. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სპეციალისტებმა, აბაშის მუნიციპალიტეტში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრში, მიმდინარე შეწამვლის სამუშაოების, მონიტორინგის, …

ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია, ფაროსანასთან ბრძოლა საქართველოს გამოცდილებიდან ისწავლოს – EPPO-ს დირექტორი Read More »

ამერიკელი სპეციალისტები საქართველოში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს გაეცნენ

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების გაცნობის მიზნით, აბაშის საკოორდინაციო მართვის ცენტრს, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სპეციალისტები და კალიფორნიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. უცხოელი სპეციალისტების განცხადებით, ის აქტივობები და მიდგომები, რასაც სახელმწიფო ახორციელებს მავნებლის წინააღმდეგ მნიშვნელოვანია და აუცილებელია ამ მიმართულებით, მოხდეს ამერიკის და საქართველოს გამოცდიელებების ერთმანეთთან გაზიარება. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები, დასავლეთ საქართველოში, ოთხ ძირითად მიმართულებას …

ამერიკელი სპეციალისტები საქართველოში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს გაეცნენ Read More »

საქართველოში მომდევნო დღეებში ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-28 ივნისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში 24-26 ივნისს +33, +38 გრადუსამდე დაცხება, ხოლო 27 ივნისიდან ტემპერატურა 4-5 გრადუსით დაიკლებს. თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა …

საქართველოში მომდევნო დღეებში ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი Read More »

UNDP საქართველოში ელექტრონული ნარჩენების მართვის დასანერგად პროექტს იწყებს

ახალი პროექტი „ელექტრონული ნარჩენების მართვის შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ იწყება. პროექტის ხანგრძლივობა 16 თვეა და მისი მიზანია ელექტრონული ნარჩენების მართვის განხორციელების ხელშეწყობა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემაში, რომელიც ძალაში 2019 წლის 1 დეკემბრიდან შედის. პროექტი დაეხმარება საქართველოს ელექტრონული ნარჩენების კანონქვემდებარე აქტის განახლებაში; ასევე, ელექტრონული ნარჩენების მართვაში ჩართული არაფორმალური სექტორის მონაცემთა ბაზის შექმნასა და მათი შესაძლებლობების გაძლიერებაში. …

UNDP საქართველოში ელექტრონული ნარჩენების მართვის დასანერგად პროექტს იწყებს Read More »

“ევროკავშირი სვანეთში” – ევროკავშირმა მესტიაში ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ორი პროექტი წარადგინა

მესტიის მუნიციპალიტეტმა ზემო სვანეთში ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ორი პროექტის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას და სახალხო ზეიმს დევიზით „ევროკავშირი სვანეთში“ უმასპინძლა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, შვედეთის სამეფოს საელჩო თბილისში, ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, მესტიის მუნიციპალიტეტი, CARE ავსტრია და PMCG კვლევა. ღონისძიებაზე წარადგეინეს დონორები, ENPARD ის განმახორციელებელი პარტნიორები, პროექტი GRETA, LEADER განმახორციელებლები, ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერიახალი …

“ევროკავშირი სვანეთში” – ევროკავშირმა მესტიაში ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ორი პროექტი წარადგინა Read More »

აგრო სიახლეები – 22 (მეექვსე სეზონი)

თემები: საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისთვის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ ახალი პროექტი დაიწყო; ოფიციალური მონაცემებით ჰაერის ტემპერატურა წელს საქართველოში საშუალოზე 1 გრადუსით უფრო ცხელი იქნება; როგორ მოვიყვანოთ ხარისხიანი და უხვი ბოსტნეული? – აგრო რჩევები “აგრო სიახლეებში”.