Day: June 28, 2019

შეხვედრა კლიმატის ცვლილების საკითხებზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს და გაეროს განვითარების პროგრამას შორის, პროექტ „კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისადმი საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინებისა და მეორე ორწლიური განახლებული ანგარიშის მომზადება“ – ის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულება მიზნად ისახავს „პარიზის შეთანხების“ მოთხოვნების თანახმად, კონვენციისადმი წარდგენილ საქართველოს „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ კლიმატის ცვლილების შედეგების ადაპტაციას. მეოთხე ეროვნული შეტყობინების ფარგლებში მოწყვლადობის და კლიმატის ცვლილების მიმართ …

შეხვედრა კლიმატის ცვლილების საკითხებზე Read More »

ჰაერში ტყვიის შემცველობა

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას აგრძელებს. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად, ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა. 18 ივნისის მონაცემებით, მყარი ნაწილაკების კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე (1.1-ჯერ) და რუსთავში (2.4-ჯერ). 22 …

ჰაერში ტყვიის შემცველობა Read More »

მსოფლიო ბანკმა საქართველოს მელიორაციას სატრანსპორტო საშუალებები გადასცა

მსოფლიო ბანკმა საქართველოს მელიორაციას სატრანსპორტო საშუალებები გადასცა. „მსოფლიო ბანკის მიერ გადმოცემული ტექნიკა, საქართველოს მელიორაციის საქმიანობის ეფექტიანი წარმართვისთვის მეტად მნიშვნელოვანია,“ – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა ღონისძიებაზე, სადაც მსოფლიო ბანკმა „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროგრამის” ფარგლებში „საქართველოს მელიორაციას“ 25 ერთეული „რენოს“ მარკის ავტომანქანა, სპეციალური ეკიპირება და კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.

USAID-ის ახალი პროგრამით სარგებელს ასობით ბენეფიციარი მიიღებს

USAID-ის ახალი პროგრამით სარგებელს ასობით ბენეფიციარი მიიღებს. სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც სამუშაო ადგილების შექმნისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი გააჩნია. პროგრამის პრეზენტაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა. პროგრამა ითვალისწინებს სერტიფიცირების სისტემის სრულყოფის, სოფლის მეურნეობაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის …

USAID-ის ახალი პროგრამით სარგებელს ასობით ბენეფიციარი მიიღებს Read More »