Day: June 19, 2019

მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2020 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა

მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2020 წლის 1 იანვრამდე გრძელდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.   მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, მოქალაქეებისთვის საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას შესაბამისი განაცხადის და აზომვითი ნახაზის წარმოდგენის შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თავად ახორციელებს. რეფორმის ფარგლებში მოქალაქეებისთვის უფასოა შემდეგი სერვისები:  საჯარო რეესტრის მიერ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დოკუმენტაციის მოძიება და …

მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2020 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა Read More »

იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები ქვემო ქართლში

ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, სადაც კალიის კერებია დაფიქსირებული, იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკის მეშვეობით შესაბამისი პრეპარატით უკვე დამუშავებულია 1700 ჰექტარზე მეტი ფართობი. სახელმწიფო პროგრამის „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“ ფარგლებში ყოველწლიურად ატარებს მავნე ორგანიზმების საწინააღმდეგო ბრძოლას, მათ შორისაა კალია, რომელიც საფრთხეს უქმნის სასოფლო-სამეურნეო კულტურებს …

იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები ქვემო ქართლში Read More »

საქართველო ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის შეხვედრას მასპინძლობს

საქართველო ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს. ღონისძიებას, რომელიც აჭარაში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით იმართება, ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) გენერალური დირექტორი, ნიკო ჰორნი ესწრება. 15-მდე ქვეყნის მცენარეთა დაცვის წამყვანი სპეციალისტები სამუშაო ფორმატში განიხილავენ საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ ფიტოსანიტარიულ ზომებს, მავნე ორგანიზმების, მათ შორის, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ …

საქართველო ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის შეხვედრას მასპინძლობს Read More »

ქართული ქვევრის ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია პოლონეთში

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „ვინისფერას“ ხელმძღვანელის, მარიუშ კაპჩინსკის ორგანიზებით, პოლონეთის ქალაქ პოზნანში ქართული ქვევრის ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მეღვინეობის 8-ათასწლიან ტრადიციებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის „ჩვენს ძარღვებში ღვინო სჩქეფს“ (OUR BLOOD IS WINE) ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას ადგილობრივი ღვინის პროფესიონალები დაესწრნენ.

ანჯელის მასივებში საყანე ფართობები ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება

სურსათის ეროვნული სააგენტო აბაშის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ანჯელის მასივებში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით ატარებს. საყანე ფართობების პერიმეტრი ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება. სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე ფაროსანას გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ბუფერულ ზონებში, საყანე ფართობების მიმდებარედ დამონტაჟებულია „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები და მავნებლის დამჭერი ფერომონიანი ხაფანგები. აღნიშნული სადგურების მეშვეობით ხდება მავნებლის მოზიდვა და შემდეგ პრეპარატის შესხურებით …

ანჯელის მასივებში საყანე ფართობები ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება Read More »