Day: June 17, 2019

ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდების ნარჩენების ნორმა ზღვარს არ აღემატება – სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დედაქალაქსა და რეგიონებში სარეალიზაციო ობიექტებიდან აღებულია ყველაზე ხშირად მოხმარებადი ხილისა და ბოსტნეულის ნიმუშები, რომლებიც კვლევისთვის აკრედიტებულ ლაბორატორიას გადაეცა. შემოწმდა მარწყვი, ვაშლი, ბალი, პომიდორი, ახალი კარტოფილი, კიტრი, სტაფილო, კომბოსტო, ბადრიჯანი, ხახვი და ნიორი. „გამოკვლეული 21 ნიმუშიდან პესტიციდების ნარჩენების ნორმასთან შეუსაბამობა არც ერთში არ გამოვლენილა. სურსათის ეროვნული სააგენტო ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდების ნარჩენების …

ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდების ნარჩენების ნორმა ზღვარს არ აღემატება – სააგენტო Read More »

საერთაშორისო ფესტივალის სპეციალური პრიზი ფილმს “საქართველო ღვინის სამშობლო”

ქართულმა სამეცნიერო მხატვრულ-დოკუმენტურმა ფილმმა „საქართველო ღვინის სამშობლო“ საფრანგეთში, მარსელში გამართულ ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფიის ფესტივალზე „Oenovideo“ – ფესტივალის პარტნიორთა მიერ დაწესებული  მეცნიერებისა და კულტურის სპეციალური პრიზი მიიღო. ეს პრიზი ტრადიციულად ფრანგულ ან უცხოურ ფილმს გადაეცემა, რომელიც  ღვინისა და ვაზის მემკვიდრეობის კულტურულ და მეცნიერულ მიდგომას ან მეთოდს წარმოაჩენს. მეღვინეობა-მევენახეობისადმი მიძღვნილი ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფიის მსოფლიოში ყველაზე დიდი ისტორიის …

საერთაშორისო ფესტივალის სპეციალური პრიზი ფილმს “საქართველო ღვინის სამშობლო” Read More »

იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში საკარმიდამო ფართობები თერმული ნისლის ტექნოლოგიით შეწამლეს

იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში, თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით, საკარმიდამო ფართობები შეიწამლა. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობა, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა, თერმული ნისლით წამლობის შესახებ, სატელეფონო გზავნილის მეშვეობით 24 საათით ადრე გააფრთხილა. თერმული ნისლით წამლობების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი მეფუტკრე ფერმერები და სააგენტოს ინფორმაციით,ღონისძიებები მათთან კოორდინირებული თანამშრომლობით იგეგმება.

ქვემო ქართლში იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

ქვემო ქართლში, – გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს. ამ რეგიონში კალიის კერებია დაფიქსირებული. ამ ეტაპზე უკვე დამუშავებულია 1700 ჰექტარზე მეტი ფართობი. ქვემო ქართლის, შიდა ქართლსა და კახეთის რეგიონებში იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები მაისიდან დაიწყო. სამივე რეგიონში, დღეისათვის უკვე დამუშავებულია 10 000 ჰა-მდე ფართობი. ადგილზე მობილიზებულია 20-მდე ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა და …

ქვემო ქართლში იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს Read More »

ღვინის პროფესიონალები ჩინეთიდან და ჰონგ-კონგიდან საქართველოს ესტუმრნენ

ღვინის პროფესიონალები ჩინეთიდან და ჰონგ-კონგიდან, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Meiburg Wine Media’’-ის დირექტორის, ღვინის მაგისტრ დებრა მეიბურგის ხელმძღვანელობით, საქართველოს სტუმრობენ.  ღვინის ტურის ფარგლებში სომელიეებისა და იმპორტიორებისგან შემდგარი 18-კაციანი ჯგუფის წევრებმა ღვინის საწარმოები ქართლსა და კახეთში მოინახულეს. ასევე, გაიმართა სხვადასხვა კომპანიის ღვინის დეგუსტაცია თბილისში, სადაც სტუმრებმა 54 ღვინის კომპანიის სხვადასხვა სახეობის ღვინოები დააგემოვნეს. ჩინეთი ქართული …

ღვინის პროფესიონალები ჩინეთიდან და ჰონგ-კონგიდან საქართველოს ესტუმრნენ Read More »

17 ივნისი გაუდაბნოებასთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

17 ივნისი გაუდაბნოებასთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ეს დღე გაუდაბნოებასთან ბრძოლის დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1994 წელს გამოაცხადა. 1999 წლიდან საქართველო გახდა პარიზში გაეროს მიერ მიღებული გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის მხარე. ყოველწლიურად 17 ივნისი სხვადასხვა სლოგანით აღინიშნება. წლევანდელი წლის სლოგანია – „ერთად გავზარდოთ მომავალი“. გაუდაბნოება და ნიადაგის დეგრადაცია დედამიწის ზედაპირის ერთ მესამედს ემუქრება, რაც დაახლოებით 1 მილიარდ …

17 ივნისი გაუდაბნოებასთან ბრძოლის მსოფლიო დღეა Read More »

აგრო სიახლეები – 21 (მეექვსე სეზონი)

თემები: წყალტუბოს ახალი სიცოცხლე – ევროკავშირის დახმარებით პროგრამა ENPARD- წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების ჯგუფი იქმნება; მეხორცული მიმართულების მესაქონლეობის ფერმა დედოფლისწყაროში – ბაზარი, რომელიც ჯერ კიდევ აუთვისებელია თუმცა დიდი პოტენციალი აქვს .