Month: May 2019

კრწანინის ტყე-პარკის აღდგენა იწყება

კრწანისის ტყე-პარკში ბიომრავალფეროვნების აღდგენის სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამის მიხედვით, კრწანისის ტყე-პარკში განთავსდება ორი სააგენტო: „გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრი“ და „ველური ბუნების ეროვნული სააგენტო“ განთავსდება.  ტყის მოწყობისა და მოვლის სამუშაოებთან ერთად, ტერიტორიაზე ეროვნულ საშენ მეურნეობაში მოყვანილი და „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შესული ხე-მცენარეები დაირგვება. აქვე მოეწყობა საქართველოს გარეულ ფრინველთა საშენი და მტკვრის აუზის იხტიოფაუნის თევზსაშენი. …

კრწანინის ტყე-პარკის აღდგენა იწყება Read More »

თბილისის ყველა რაიონში გარევაჭრობისთვის სპეციალური ადგილები გამოიყოფა – კალაძე

თბილისის ყველა რაიონში გამოიყოფა ადგილები, სადაც მოქალაქეები, ყოველგვარი გადასახადის გარეშე, საკუთარი პროდუქციის რეალიზებას შეძლებენ. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის განსახორციელებლად ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება. „გვინდა, რომ ამ ადამიანებს ხელი შევუწყოთ. ათივე რაიონში გამოიყოფა კონკრეტული ადგილები, მოეწყობა სპეციალური დახლები, მითითებული იქნება კვირაში 2-3 დღე, როდესაც ადამიანებს საშუალება ექნებათ, ყოველგვარი ანაზღაურების …

თბილისის ყველა რაიონში გარევაჭრობისთვის სპეციალური ადგილები გამოიყოფა – კალაძე Read More »

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ფერმერებს თხილის 26 შესაწამლი აპარატი გადასცეს

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ „თხილის გადარჩენის“ პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიის, კოკისა და ხურჩის მოსახლეობას 26 შესაწამლი აპარატი გადაეცა. ფერმერები ადგილზე გაეცნენ აპარატის გამოყენების ინსტრუქციას და თხილის შეწამვლის ზუსტ განრიგს. თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ფერმერებს აპარატებს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის, ადგილობრივ თვითმმართველობების, კომპანია „ფერეროსა“ და „იუესეიდის“ მხარდაჭერით გადასცემს.

სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ბუნებაში დანთებული კოცონი უყურადღებოდ არ დატოვონ

ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ბუნებაში დანთებული კოცონი უყურადღებოდ არ დატოვონ, რადგან სტატისტიკის მიხედვით, ტყი ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანების დაუდევრობაა. ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალში, ტყის დაზიანებულ უბნებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში. ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, ჯარიმა 100-დან 200 ლარამდეა. ამას ემატება გარემოზე მიყენებული ზიანი. 1000 ლარის ზემოთ კი, …

სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ბუნებაში დანთებული კოცონი უყურადღებოდ არ დატოვონ Read More »