Month: May 2019

შიდა ქართლში სეტყვის შედეგად დაზარალებული ფერმერები 200 ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ – დავითაშვილი

„შიდა ქართლში სეტყვის შედეგად დაზარალებული ფერმერები მიიღებენ 200 ლარიან ვაუჩერებს; შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, სახელმწიფო გადაიხდის მათი საირიგაციო მომსახურების საფასურს; საფინანსო ინსტიტუტებთან მიღწეული შეთანხმებით, მოხდება სესხების რესტრუქტურიზაცია; დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ამოქმედდება სპეციალური პროგრამები“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, შიდა ქართლში სეტყვის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. „ზარალი დიდია და შესაბამისად, გასაგებია …

შიდა ქართლში სეტყვის შედეგად დაზარალებული ფერმერები 200 ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ – დავითაშვილი Read More »

პეპელა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს არ აზიანებს – სეს

საქართველოში წელს შეინიშნება ფეხსახსრიანთა ტიპის მწერის ნარშავას ფრთაკუთხას (Vanessa cardui) პოპულაციის ზრდა, რაც მოსახლეობისთვის თვალშისაცემი გახდა. აღნიშნული პეპელა გადამფრენი მწერია. იგი მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული პეპლის სახეობაა და თითქმის ყველა კონტინენტზე გვხვდება, – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.  ეს პეპელა არ მიეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელს, მეტიც, მიიჩნევა, რომ სასარგებლო მწერის სახეობაა, რადგან ანადგურებს დიდი რაოდენობით …

პეპელა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს არ აზიანებს – სეს Read More »

კახეთი საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონულ ფორუმს უმასპინძლებს

სოფლის მეურნეობის პოტენციალი კახეთის რეგიონში, საინვესტიციო შესაძლებლობები ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში. განახლებადი ენერგიისა და ბუნებრივი რესურსების სექტორებში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობები, – ეს ის თემებია, რომელსაც 30 მაისს, წინანდალში, კახეთის საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონულ ფორუმზე ისაუბრებენ. ღონისძიებაში 20-ზე მეტი საერთაშორისო და 150-მდე  ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას. ფორუმის მიზანი პოტენციური ინვესტორებისთვის კახეთის რეგიონში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობაა. ღონისძიება …

კახეთი საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონულ ფორუმს უმასპინძლებს Read More »

უცხოელმა სპეციალისტებმა კახეთში ფაროსანას მონიტორინგის სისტემები დაათვალიერეს

ავსტრალიელმა და ახალზელანდიელმა სპეციალისტებმა კახეთის რეგიონში ატმის ბაღებსა და ვენახებში განთავსებული აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემები დაათვალიერეს. ადგილობრივმა სპეციალისტებმა უცხოელ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდეს მონიტორინგის შედეგების შესახებ და აღნიშნეს, რომ კახეთის რეგიონში დამონტაჟებულ ფერომონიან დამჭერებზე მავნებელი არ ფიქსირდება, 2017-18 წლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად აზიური ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოში არ გავრცელებულა. უცხოელი სპეციალისტებისთვის საინტერესო აღმოჩნდა აღმოსავლეთ საქართველოში არსებული ვითარების …

უცხოელმა სპეციალისტებმა კახეთში ფაროსანას მონიტორინგის სისტემები დაათვალიერეს Read More »

დავითაშვილი სტიქიით დაზარალებულებს: დაზღვევა ერთადერთი მექანიზმია, რაც რისკებით მიყენებულ ზარალს მინიმუმადე ამცირებს

დაზღვევა არის ერთადერთი მექანიზმი, რაც რისკებით მიყენებულ ზარალს მინიმუმადე ამცირებს, – ასე გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი გორში ფერმერებისთვის სეტყვისგან მიყენებულ ზარალსა და ადგილობრივების მოთხოვნას, – სახელმწიფომ ზარალი აუნაზღაუროთ. „დაზარალებულთა დიდ უმრავლესობას, სამწუხაროდ, მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა. 2014 წლიდან ქვეყანაში აგროდაზღვევის პროგრამას ვახორციელებთ და მუდმივად ვაფრთხილებთ ფერმერებს, რომ რისკების შემცირების ერთადერთი …

დავითაშვილი სტიქიით დაზარალებულებს: დაზღვევა ერთადერთი მექანიზმია, რაც რისკებით მიყენებულ ზარალს მინიმუმადე ამცირებს Read More »

ოჯახები ყველაზე მეტ თანხას სურსათზე, სასმელსა და თამბაქოზე ხარჯავენ – საქსტატი

საქართველოში შინამეორნეობების ხარჯების მნიშვნელოვანი წილი – 37,4% სურსათზე, სასმელსა და თამბაქოს ნაწარმზე მოდის, ყველაზე მცირე – 3,4% კი, განათლებაზე, – ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2018 წლის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ მაჩვენებელს 13%-ით მოსდევს საცხოვრებელზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზსა და გათბობის სხვა საშუალებებზე გაწეული ხარჯები. ჯანმრთელობის დაცვაზე ხარჯების 12.5%, ტრანსპორტზე 10.7%, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე 4.4%, საოჯახო მოხმარების …

ოჯახები ყველაზე მეტ თანხას სურსათზე, სასმელსა და თამბაქოზე ხარჯავენ – საქსტატი Read More »

2019 წლის I კვარტალის ბოლოსათვის საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ იკლო – საქსტატი

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის I კვარტალის ბოლოსათვის, საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.1 პროცენტით შემცირდა და 955.4 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 454.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.3 პროცენტით ნაკლებია. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.9 …

2019 წლის I კვარტალის ბოლოსათვის საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ იკლო – საქსტატი Read More »

კახეთში, 18 ჰექტარზე ქარსაფარი ზოლები გაშენდება – სამინისტრო

ახალი პროექტი „ქარსაფარი ზოლების აღდგენა და გაშენება კახეთის მხარეში“იწყება. პროექტის ფარგლებში საგარეჯოს, გურჯაანის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში, 18 ჰექტარზე (25 კმ) ქარსაფარი ზოლები გაშენდება, – ინფომაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტი ნიადაგის და ბიომრავალფეროვნების დაცვასთან ერთად, კლიმატთან ადაპტაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს. პროექტს კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (RECC) სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) …

კახეთში, 18 ჰექტარზე ქარსაფარი ზოლები გაშენდება – სამინისტრო Read More »

ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ფართოვდება

საქართველოს მთავრობამ ჯავახეთის დაცული ტერიტორიების გაფართოების შესახებ კანონპროექტი განიხილა და დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნა. „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის  შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, დაცული ტერიტორიების 5 152 ჰა-ით გაფართოება იგეგმება. გაფართოებული ნაწილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობს და მოიცავს აბულის,  საღამოსა და ფარავნის ტბებსა და მიმდებარე ტერიტორიებს. 2018 წლის მონაცემებით, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს 10 000-მდე ვიზიტორი ესტუმრა. …

ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ფართოვდება Read More »

მდინარე აბაშის ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა

მდინარე აბაშის ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ქვა-ღორღისა და ნატანისგან გაიწმინდა მდინარის კალაპოტი, მოეწყო დატბორვის საწინააღმდეგო დამბა, გადასასვლელები და ნაპირსამაგრი ნაგებობები.  სოფელ ზანათის, სეფიეთისა და ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში  ჩატარებული სამუშაოები  უხვი ნალექის დროს დაახლოებით 380 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს დატბორვისგან დაიცავს.    პროექტის ღირებულება 520 000 ლარია და  ის  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ …

მდინარე აბაშის ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა Read More »