Month: May 2019

მიწის რეგისტრაციის შესახებ პირველი უფასო ელექტრონული კურსი მომზადდა

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მიწის რეგისტრაციის შესახებ პირველი ელექტრონული კურსი შექმნა. კურსი განკუთვნილია მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის და საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის. ელექტრონული კურსის გავლა უფასოა და მისი მიზანია დაინტერესებულ საზოგადოებას გააცნოს საქართველოში მიმდინარე მიწის რეგისტრაციის რეფორმის არსი, მნიშვნელოვანი მიღწევები და რეგისტრაციასთან დაკავშირებული ძირითადი სამართლებრივი საკითხები. ელექტრონული კურსი -„მიწის რეგისტრაცია“ მოიცავს სამ მოდულს. ყოველი მოდულის ბოლოს მონაწილემ უნდა …

მიწის რეგისტრაციის შესახებ პირველი უფასო ელექტრონული კურსი მომზადდა Read More »

ატმის სეზონისთვის საორგანიზაციო შტაბი გაიხსნება

ატმის სეზონის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, გაიხსნება შტაბი, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახური უხელმძღვანელებს. „უკვე რამდენიმე წელია გროვდება გამოცდილება, როგორც ახალი სავაჭრო არხების მოძიების თვალსაზრისით, ისე – ინფრასტრუქტურული მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ და ვფიქრობ, სეზონი წარმატებული იქნება“, – განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა, ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს საფრანგეთიდან ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის სტუდენტები ესტუმრნენ

საქართველოს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, პროგრამის სტუდენტები ქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვე მეღვინეობას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეცნობიან. „საქართველოთი აღფრთოვანებული ვარ, ეს მართლაც მშვენიერი ქვეყანაა, ქართველი ხალხი ამაყია ღვინის წარმოების ტრადიციითა და მემკვიდრეობით. თქვენი სტილი ნამდვილად უნიკალურია. პირველ რიგში მომეწონა ქარვისფერი ღვინო, ის მართლაც კარგია. მომწონს თქვენი სტუმართმოყვარეობა, რომელსაც …

საქართველოს საფრანგეთიდან ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის სტუდენტები ესტუმრნენ Read More »

სამეგრელოში, ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრში, სპეციალისტები მეფუტკრე ფერმერებს შეხვდნენ

აბაშის მუნიციპალიტეტში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში, მეფუტკრე ფერმერებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში ფუტკრის დაცემის ერთი შემთხვევა, რომელსაც სპეციალისტები სწავლობენ, თუმცა, აღინიშნა, რომ ფუტკრის დაცემა ფაროსანას საწინააღმდეგოდ ჩატარებულ წამლობას არ გამოუწვევია, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე, საფუტკრეებთან ახლოს, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები არ ჩატარებულა. სპეციალისტები მეფუტკრეებს ურჩევენ სწორად შერჩეული სამკურნალო პრეპარატების გამოყენებას, …

სამეგრელოში, ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრში, სპეციალისტები მეფუტკრე ფერმერებს შეხვდნენ Read More »

საფრანგეთში ფუტკრებისთვის მავნე ნეონიკოტინოიდების გამოყენება აიკრძალა

საფრანგეთში, მცენარეთა დაცვის სფეროში ფართოდ გამოყენებადი, თუმცა, ფუტრების პოპულაციისთვის საფრთხის შემცველი ნეონიკოტინოიდის ყველა სახეობის გამოყენება აკრძალეს. მიზეზი ქვეყანაში ფუტკრების მასობრივი დაცემაა. ნეონიკოტინოიდი მსოფლიოში ყველაზე ფართო გამოყენების ინსექტიციდია და მას ფუტკარი ყველაზე მეტად ეტანება. ეს ქიმიური საშუალება ბლოკავს მწერის ნერვულ დაბოლოებებს, აქვეითებს იმუნიტეტს და ის საბოლოოდ, შიმშილით კვდება. ფუტკრის პოპუპილაციის კლება კი პირდაპირ კავშირშია მოსავალთან, რადგან …

საფრანგეთში ფუტკრებისთვის მავნე ნეონიკოტინოიდების გამოყენება აიკრძალა Read More »

კავკასიის ბუნების ფონდის ახალი გრანტი საქართველოს დაცული ტერიტორიებისთვის

ხელი მოეწერა ახალ საგრანტო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც კავკასიის ბუნების ფონდი დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის 278 400 ლარის ოდენობის გრანტს გამოყოფს. გრანტის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების დამატებით ათი ადმინისტრაციის 232 თანამშრომელს სახელფასო დანამატი დაენიშნება და შესაბამისად, ტერიტორიული ადმინისტრაციების ყველა თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება გაზრდილი ხელფასით. ამჟამად,  კავკასიის ბუნების ფონდი 10 დაცულ ტერიტორიაზე საოპერაციო ხარჯების დაფარვას და მცირე ინფრასტრუქტურის განვითარებას …

კავკასიის ბუნების ფონდის ახალი გრანტი საქართველოს დაცული ტერიტორიებისთვის Read More »

ქართული დელეგაცია ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 87-ე სესიაზე

პარიზში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რიგით (OIE) 87-ე გენერალური სესია ჩატარდა.  საქართველოს დელეგაციის წევრებმა, – სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა,  ორგანიზაციის დელეგატებს იმ ვეტერინარული ღონისძიებების, პრევენციული მექანიზმების და რისკებზე ზედამხედველობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. სააგენტო ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ატარებს ვაქცინაციას სხვადასხვა დაავადებაზე, მიმდინარეობს იდენტიფიკაცია -რეგისტრაციის პროცესი და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) …

ქართული დელეგაცია ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 87-ე სესიაზე Read More »

წინანდალში “საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი – კახეთი 2019” გაიმართა

წინანდალში  „საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი – კახეთი 2019“გაიმართა. ფორუმში საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მაღალი რანგის უცხოელი ინვესტორები მონაწილეობდნენ. ღონისძიებაში 20-ზე მეტი საერთაშორისო და 150-მდე  ქართული კომპანია მონაწილეობდა. ფორუმის მიზანი პოტენციური ინვესტორებისთვის კახეთის რეგიონში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობაა. ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“, კახეთის გუბერნიისა და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს …

წინანდალში “საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი – კახეთი 2019” გაიმართა Read More »

რეკორდი ინდოეთში: მოხალისეებმა 12 საათში 66 მილიონი ხე დარგეს

ინდოეთში, 12 საათის განმავლობაში, რეკორდული რაოდენობის, 66 მილიონი ხე დარგეს. მადჰია-პრადეშის შტატში, მდინარე ნარმადის სანაპიროსთან გამართულ გარემოსგაცვით კამპანიაში 1.5 მილიონზე მეტი მოხალისე ჩაერთო. ინდოეთმა კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებაზე ხელმოწერით, აიღო ვალდებულება, 2030 წლამდე, ქვეყანაში ტყის მასივი 5 მილიონი ჰექტარით გაზარდოს. სწორედ ამ შეთანხმების ფარგლებში ჩატარდა გარემოსდაცვითი აქციაც. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს რეკორდი უტარ-პრადეშის შტატშიც …

რეკორდი ინდოეთში: მოხალისეებმა 12 საათში 66 მილიონი ხე დარგეს Read More »

RDFG და USAID ახალგაზრდებს რეგიონებში ახალგაზრდებს სამეწარმეო პროექტებს დაუფინანსებს

29 მაისს, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და საქართველოში USAID-ის ზრდა პროექტის ერთობლივი რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანია, მეწარმეობის მეშვეობით საქართველოს რეგიონებში (სოფლად) მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება და ითვალისწინებს 18-29 წლის ასაკის, ჯამში სულ მცირე 500 ახალგაზრდის სამეწარმეო ტრენინგში ჩართვას საქართველოს 9 სამიზნე მუნიციპალიტეტში (ზუგდიდი, ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ნინოწმინდა, მარნეული, ბოლნისი, კასპი …

RDFG და USAID ახალგაზრდებს რეგიონებში ახალგაზრდებს სამეწარმეო პროექტებს დაუფინანსებს Read More »