Day: April 30, 2019

ნორვეგიის სანაპიროსთან “რუსი ჯაშუში ვეშაპი” იპოვეს

ნორვეგიის ჩრდილოეთ სანაპიროსთან იპოვეს ვეშაპი, რომელიც მსოფლიო მედიამ „რუსეთის აგენტად“ უკვე შერაცხა. მეთევზეების მიერ აღმოჩენილ ძუძუმწოვარს სხეულზე სარტყელი ჰქონდა და მასზე „აღჭურვილობა – პეტერბურგი“ ეწერა. ვეშაპს სხეულზე GoPro კამერის დასამაგრებელი მოწყობილობაც ჰქონდა. ნორვეგიაში არაერთმა ადამიანმა, მათ შორის ოფიციალურმა პირებმაც, უკვე გამოთქვეს ვარაუდი, რომ ვეშაპს შესაძლოა, რუსეთის სამხედრო ობიექტები დაზვერვისთვის იყენებდნენ.

ჩაისა და თაფლის ფესტივალი თბილისსა და ოზურგეთში

თბილისში, მთაწმინდის პარკში, ჩაისა და თაფლის ტრადიციული საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ამასთან, ჩაის ფესტივალი ჩატარდება გურიაშიც. ქალაქ ოზურგეთში ღონისძიება წელს პირველად გაიმართება. ღონისძიების მიზანია, მეჩაიეობის სფეროში ეკონომიკური ზრდის წახალისება, ერთობლივი რეგიონული ეკონომიკური პროექტების განხორციელება, ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა, ასევე მომხმარებლებში ნატურალური ჩაის პოპულარიზაცია და შიდა ბაზრის ათვისება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება 15-მდე ჩაის ადგილობრივი და იმპორტიორი …

ჩაისა და თაფლის ფესტივალი თბილისსა და ოზურგეთში Read More »

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებისთვის, პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შედის

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისთვის, პროექტში „დანერგე მომავალი“  ცვლილებები შედის. მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტში გასაშენებელი მიწის მინიმალური ფართობი შეადგენს 1 ჰა-ს, ცვლილების თანახმად კი, მიწის მინიმალური ფართობი შემცირდება და 1 ჰა-ს ნაცვლად, მინიმალური ფართობი 0,5 ჰა იქნება. მრავალწლოვანი ხეხილის ბაღების თანადაფინანსების კომპონენტში ფერმერი იღებდა ნერგებზე 70%-იან, ხოლო სარწყავ სისტემებზე 50%-იან დახმარებას. ცვლილებების თანახმად, მრავალწლოვანი ბაღების გაშენებისთვის …

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებისთვის, პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შედის Read More »

დიდ ბრიტანეთში ქართული ქვევრის ღვინის მუზეუმი გაიხსნა

გაერთიანებულ სამეფოში, პლამტონის სოფლის მეურნეობის კოლეჯის ტერიტორიაზე ქართული ქვევრის ღვინის პირველი მუზეუმი და მარანი გაიხსნა. პროექტის ინიციატორი ქართველი ჰენრი მჭედლიშვილია, რომელმაც ჩანაფიქრი პლამტონის კოლეჯის, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის მხარდაჭერით, ასევე ქართული ღვინის კომპანიის „შუმის მეღვინეობის“ სპონსორობით განახორციელა. მუზეუმი და მარანი კოლეჯის სტუდენტებს ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგიის სწავლაში დაეხმარება. მუზეუმი სტუმრებს ტრანსპორტირებით უზრუნველყოფასაც …

დიდ ბრიტანეთში ქართული ქვევრის ღვინის მუზეუმი გაიხსნა Read More »