Day: April 15, 2019

“კონტაქტური ბოსტანი” რუსთავში – ხელშესახები მეურნეობა სკოლის მოსწავლეებისთვის

ორი წლის წინ, რუსთავის მე-16 სკოლაში, კონტაქტურმა ბოსტანმა დაიწყო ფუნქციონირება. იდეის ავტორი მარიამ ქავთარაძე და მისი მეგობრები გიორგი ნანიტაშვილი, ანა დევიძე და ანა ბერიძე არიან. კონტაქტური ბოსტანი არის ადგილი, სადაც ბავშვებს, ბუნებასა და ბიოლოგიაში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანა და იმის ნახვა შეუძლიათ, თუ როგორ ითესება მცენარე, და რა სჭირდება ზრდა-განვითარებისთვის. პროექტის ერთ-ერთი მიზანი ბავშვების …

“კონტაქტური ბოსტანი” რუსთავში – ხელშესახები მეურნეობა სკოლის მოსწავლეებისთვის Read More »

ნორვეგიაში ბეწვეულის წარმოება აიკრძალება

2025 წლიდან ნორვეგიაში ბეწვეულის წარმოება აიკრძალება. გადაწყვეტილება სკანდინავიის ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო და ახალი რეგულაციის მიხედვით, ცხოველების მოკვლა ბეწვის გაყიდვის ან სხვა მიზნებისთვის კანონით დაისჯება. კანონის მიღებას უკვე მოჰყვა ფერმერთა პროტესტი. მთავრობა მათ, კომპენსაციის სახით, ჯამში 500 მილიონ კრონს გადაუხდის, რაც 54 მლნ დოლარის ექვივალენტია.

“ნუ მოჭრი ბზას” – კამპანია კოლხური ბზის გადასარჩენად

“ნუ მოჭრი ბზას” – ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სამინისტრო  ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. კოლხური ბზა მარადმწვანე მცენარეა, რომელიც გადაშენების საფრთხის წინაშეა და ამის მიზეზი, სხვადასხვა დაავადებასთან ერთად, ბზის დაუდევარი ჭრაა. ბზის მოჭრა, ამოძირკვა, ტოტების დაზიანება კანონით ისჯება. სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნულ საშენ მეურნეობასა …

“ნუ მოჭრი ბზას” – კამპანია კოლხური ბზის გადასარჩენად Read More »

აგროდაზღვევის პროგრამით ვაზის დაზღვევისას სახელმწიფოს თანამონაწილეობა 50% იქნება

2019 წელს სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის ყველა კულტურაზე სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა 70%-ს; ვაზზე კი 50%-ს შეადგენს. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისი დაფარავს შემდეგ რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა. აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ყველა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის …

აგროდაზღვევის პროგრამით ვაზის დაზღვევისას სახელმწიფოს თანამონაწილეობა 50% იქნება Read More »

პროგრამა მოსავლის დამუშავებისა და სამაცივრე ინფრასტრუქტურის შეძენისთვის

საქართველოში მოსავლის აღების შემდგომი დამუშავებისა და სამაცივრე ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ განაცხადების მიღება დაიწყო. USAID-ი კოოპერატივებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, დანადგარების, სასაწყობე, აგრეთვე, წინასწარი გაგრილების, დახარისხებისა და შეფუთვის ინფრასტრუქტურის შეძენაში დაეხმარება. პროგრამა ორიენტირებულია კენკროვანი კულტურების, მწვანილის, კურკოვანი ხილის, თესლოვანი ხილის მალფუჭებადი ბოსტნეულის, მანდარინისა და სუფრის ყურძნის მოსავლის აღების შემდგომი დამუშავებისა და სამაცივრე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა …

პროგრამა მოსავლის დამუშავებისა და სამაცივრე ინფრასტრუქტურის შეძენისთვის Read More »