Day: April 8, 2019

აგრო სიახლეები – 11 (მეექვსე სეზონი)

მთავარი თემები: აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა იწყება – რა გეგმა აქვს სახელმწიფოს და როგორ უნდა ჩაერთონ ფერმერები? ევროკომისიის სოფლის მეურნეობის გენერალური დირექტორატის წარმომადგენელი საქართველოში პირვალად იმყოფება – სოფლის განვითარების პოლიტიკა საქართველოში და ექსკლუზიური ინტერვიუ ევროკავშირის მაღალჩინოსანთან; პრესტიჟული ამერიკული სასწავლებლის, კორნელის უნივერსიტეტის სტუდენტები “აგროგილდიის” წარმომადგენლებს შეხვდნენ შვეიცარიის მხარდაჭერილი “სამხრეთ კავკასიის ალიანსების” პროგრამის გუნდის ხელმძღვანელმა, ჰელენ ბრედბერმა თსუ-ს …

აგრო სიახლეები – 11 (მეექვსე სეზონი) Read More »

იტალიის სანაპიროზე გამორიყული ორსული მკვდარი ვეშაპის კუჭში 22 კგ-მდე პლასტმასის ნაგავი იყო

იტალიაში, კუნძულ სარდინიის სანაპიროზე 8 მეტრის სიგრძის მკვდარი ვეშაპი იპოვეს. როგორც გაირკვა, მდედრი ძუძუმწოვარი ორსულად იყო. ვეშაპის სიკვდილის მიზეზი პლასტიკური ნარჩენებია. ოფიციალური ინფორმაციით, ძუძუმწოვრის კუჭში 22 კილოგრამამდე ნარჩენია აღმოჩენილი. მათ შორისაა პარკები, სათევზაო ბადეები, მილები, სარეცხი მანქანისთვის განკუთვნილი სითხით სავსე შეფუთვები და სხვა ისეთი ნარჩენები, რომელთა ამოცნობაც ვერ მოხერხდა. ვეშაპი ტურისტმა იპოვა.

ტოკიოს მეტროში პროექტ “საქართველო ღვინის სამშობლოს” პოსტერები განთავსდა

ტოკიოს მეტროში პროექტის “საქართველო ღვინის სამშობლო” პოსტერები განთავსდა. მეტროსადგური Tennozu Isle საგამოფენო ცენტრ Terrada Warehouse-სთან მისასვლელია, სადაც გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ მიმდინარეობს. სადგურში დღეში, საშუალოდ, 50 000 ადამიანი გადაადგილდება. ამავე სადგურში განთავსებულია საინფორმაციო-სარეკლამო პოსტერები და საინფორმაციო ბროშურები, სადაც საქართველოსა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ მოკლე ინფორმაციაა გადმოცემული.

სოფლის განვითარების კონფერენცია თბილისში

თბილისში კონფერენცია „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+ ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“ გაიმართა. ღონისძიების მიზანი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკისა და ინსტიტუციური მოწყობის საკითხებზე დიალოგის წახალისება და საქართველოში ევროკავშირის პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობაა. კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნეს. სტუმრებს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა აგრეთვე გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა …

სოფლის განვითარების კონფერენცია თბილისში Read More »

ქართული ღვინის ექსპორტი 10%-ით გაიზარდა

2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსოფლიოს 37 ქვეყანაში 19,4 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 10%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 47 მლნ აშშ დოლარს აღწევს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში მსოფლიოს 14 ქვეყანაში 6 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდია ექსპორტირებული და გასულ წელთან შედარებით, 74%-იანი …

ქართული ღვინის ექსპორტი 10%-ით გაიზარდა Read More »