ნორვეგიის სანაპიროსთან “რუსი ჯაშუში ვეშაპი” იპოვეს
ნორვეგიის ჩრდილოეთ სანაპიროსთან იპოვეს ვეშაპი, რომელიც მსოფლიო მედიამ „რუსეთის აგენტად“ უკვე შერაცხა. მეთევზეების მიერ აღმოჩენილ ძუძუმწოვარს სხეულზე სარტყელი ჰქონდა და მასზე „აღჭურვილობა – პეტერბურგი“ ეწერა. ვეშაპს სხეულზე GoPro კამერის დასამაგრებელი მოწყობილობაც ჰქონდა. ნორვეგიაში არაერთმა ადამიანმა, მათ შორის ოფიციალურმა პირებმაც, უკვე გამოთქვეს ვარაუდი, რომ ვეშაპს შესაძლოა, რუსეთის სამხედრო ობიექტები დაზვერვისთვის იყენებდნენ.