Day: March 26, 2019

სად მიდის გამოყენებული ზეთი კვების ობიექტებიდან და როგორ ხვდება ის კვლავ ადამიანის ორგანიზმში?

გამოყენებული საკვები ზეთი მეორედ მოხმარებისთვის უვარგისია და მისი მრავალჯერადი გამოყენება სხვადასხვა დაავადებებს, – მათ შორის სიმსივნესაც იწვევს. საქართველოში, კვების არაერთი ობიექტი ზეთს მრავალჯერადად მოიხმარს. ის ობიექტებიც კი, სადაც ერთხელ გამოყენებული ზეთით საკვები აღარ მზადდება, – შესაძლოა გახდნენ მიზეზი იმისა, რომ მეორადი ცხიმი კვლავ ადამიანების ორგანიზმში აღმოჩნდეს. როგორ ხვდება კვების ობიექტებიდან გატანილი, მოხმარებული ზეთი კვლავ ჩვენს ორგანიზმში? კვების …

სად მიდის გამოყენებული ზეთი კვების ობიექტებიდან და როგორ ხვდება ის კვლავ ადამიანის ორგანიზმში? Read More »

საგრანტო კონკურსი რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალების, მათ შორის სოფლად მცხოვრები და სიღარიბის რისკის ქვეშ მყოფი ქალების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, 50 ქალ ბენეფიციარს გადაამზადებს. მიმდინარე წლის ბოლოს შიდა კომისიის მიერ შერჩეული 25 ბენეფიციარი, ბიზნესის გასაფართოვებლად, გრანტს მიიღებს. კრიტერიუმების მიხედვით, ბიზნესი საგადასახადო რეესტრში უნდა იყოს რეგისტრირებული და მისი დამფუძნებელი ქალი უნდა იყოს. დამატებითი ინფორმაციის ნახვა ფერმერთა ასოციაცის ვებგვერდზეა შესაძლებელი. …

საგრანტო კონკურსი რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის Read More »

ხონში ტყის ყოფილი მცველი დააკავეს

ხონში ტყის ყოფილი მცველი დააკავეს. პროკურატურის ცნობით, სოფელ კინჩხის სატყეო უბანზე, ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა, უკანონოდ მოჭრეს 611 ძირი წიფლისა და რცხილას ჯიშის ხე-ტყე, რითაც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 243 980 ლარი შეადგინა. მას შემდეგ რაც ტყის მცველმა უკანონო ჭრის ფაქტი შეიტყო, დაიყოლია რამდენიმე ნაცნობი და მათ მიმართ შეადგინა ყალბი ოქმები, – თითქოს მათ უკანონოდ გაჩეხეს ხე-ტყის …

ხონში ტყის ყოფილი მცველი დააკავეს Read More »

ქართული ღვინო საფრანგეთის გასტრონომიის ყოველწლიურ ფესტივალზე

ქართული ღვინო საფრანგეთის ქალაქ ტულონში გასტრონომიის ყოველწლიურ ფესტივალ „Salon Bacchus“-ზე იყო წარმოდგენილი. ფესტივალში ღვინის მწარმოებელი კომპანიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობენ. ღონისძიებაზე ქართული ღვინის მწარმოებელი 11 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები იყო წარმოდგენილი. 

ქართული ხორბლის კულტურას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა

ქართული ხორბლის კულტურას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. ამის შესახებ მთავრობის დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.  „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – ქართული ხორბლის კულტურას (ენდემურ სახეობებსა და ადგილობრივ ჯიშებს) განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია“ – წერია დადგენილებაში, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი აწერს.

ფერმერს, რომელსაც უცხო პირებმა ვაშლის ბაღი გაუჩეხეს, 150-მდე ძირი ნერგი გადაეცა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში, ფერმერს, ალექსანდრე კოპაძეს 150-მდე ძირი ვაშლის ნერგი გადაეცა. მას გასული წლის დეკემბერში ოთხწლიანი მსხმოიარე ვაშლის ბაღი უცნობმა პირებმა გაუჩეხეს.  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის შუამდგომლობით, კერძო სანერგე მეურნეობა, „კომპლექს-არგომ“ კოპაძეს ბაღის აღსადგენად ვაშლის ნერგები უფასოდ გადასცა. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის  წინ მარნეულში კიდევ ერთ ფერმერს 30 …

ფერმერს, რომელსაც უცხო პირებმა ვაშლის ბაღი გაუჩეხეს, 150-მდე ძირი ნერგი გადაეცა Read More »