Day: March 7, 2019

“ტვ 25”-სა და “გურჯაანის ტვ”-ს თვითრეგულირების საბჭოების გადაწყვეტილება, ტელეკომპანიების ეთერში გასული რეპორტაჟების შესახებ “აგროგილდიის” განცხადების თაობაზე

4 თებერვალი 2019 წელი განხილვაში მონაწილეობდა ტვ 25-სა და გურჯაანის ტვ – ს თვითრეგულირების საბჭოების წარმომადგენლები და ჟურნალისტები, სულხან მესხიძე, ვეკო იაშვილი, ეკა თეთრაძე. აგროგილდია წარმოდგენილი იყო “აგრო სიახლეების” რედაქტორისა და წამყვანის – გიგა აბულაძის სახით. აღწერილობითი ნაწილი: 1 თებერვალს ტელეკომპანია 25 არხმა მოამზადა რეპორტაჟი, რომელშიც საუბარი იყო 2020 წლის 1 იანვრიდან ასამოქმედებელ რეგულაციებზე სურსათის …

“ტვ 25”-სა და “გურჯაანის ტვ”-ს თვითრეგულირების საბჭოების გადაწყვეტილება, ტელეკომპანიების ეთერში გასული რეპორტაჟების შესახებ “აგროგილდიის” განცხადების თაობაზე Read More »

“ხელედულა 3 ჰესი”-ს გზშ-ის ანგარიში უხეშად არღვევს “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” მოთხოვნებს – საია და “მწვანე ალტერნატივა”

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივასთან“ ერთად მინისტრ ლევან დავითაშვილის „ხელედულა 3 ჰესის“ მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში დაგეგმილი ცვლილებების, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის გადადების მოთხოვნით მიმართეს. ორგანიზაციების მიერ გავრცელებული განცხადებით „ხელედულა 3 ჰესის“ გზშ-ის ანგარიში უხეშად არღვევს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მოთხოვნებს. საია აგრეთვე სასამართლოში აწარმოებს საქმეს, რომელიც ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდ. ხელედულაზე „ხელედულა 3 …

“ხელედულა 3 ჰესი”-ს გზშ-ის ანგარიში უხეშად არღვევს “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” მოთხოვნებს – საია და “მწვანე ალტერნატივა” Read More »

BBC-ის სტატია ქართულ ღვინოსა და მის პოტენცილაზე

„შეუძლია თუ არა ქართულ ღვინოს გადაიბიროს მსოფლიო ღვინის მომხმარებლები“ – სტატიას ამ სათაურით გამოცემა ბი-ბი-სი აქვეყნებს. სტატიაში საუბარია, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა, სადაც ღვინის წარმოება 8 ათასი წლის წინ დაიწყეს. „საუკუნეების მანძილზე მეღვინეობა ქართული ეკონომიკის უმთავრესი შემადგენელი იყო, ხოლო ღვინის ექსპორტის დიდი ნაწილი რუსეთში მიემართებოდა“, თუმცა 2006 წლის რუსული ემბარგოს შემდეგ, საქართველომ ახალი პარტნიორების ძებნა …

BBC-ის სტატია ქართულ ღვინოსა და მის პოტენცილაზე Read More »

თბილისი ბელარუსული კომპანიების გამოფენას უმასპინძლებს

20-დან 23 მარტის ჩათვლით, თბილისში ექსპო ჯორჯიას პავილიონებში, გამოფენა სახელწოდებით „წარმოებულია ბელარუსში“ გაიმართება. გამოფენის ფარგლებში, დამთვალიერებელს საშუალება ექნება გაეცნოს ბელარუსში სხვადასხვა ბრენდის მიერ წარმოებულ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას. გამოფენაზე ცალკე პავილიონი დაეთმობა ხალხური ცეკვებსა და სიმღერებს. ასევე წარმოდგენილი იქნება ბელარუსში წარმოებული ხორცისა და რძის პროდუქტები, საკონდიტრო პროდუქცია, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები. სრულად – აგროგარემო დღეს.

ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა

2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან მსოფლიოს 32 ქვეყანაში  12,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 13%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 30 მლნ დოლარია რაც 21%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მონაცემს. ქართული ღვინის გადაზიდვები გაზრდილია როგორც ამერიკის, ისე აზიის, ევროპისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. აღსანიშნავია პოლონეთის ბაზარი, რომელმაც ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მეხუთედან …

ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა Read More »

პარლამენტში გარმოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუსმინეს

დღეს, 7 მარტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმინეს. მინისტრამა პარლამენტარებს სამინისტროს მიერ განხორცილებული პროექტების ანგარიში, სამოქმედო გეგმები და სამომავლოდ განსახორცილებელი პროექტები გააცნო. სრულად – აგროგარემო დღეს.

მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათების სისტემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შემავალი 69 სოფლიდან გარე განათების მოწყობა 47 მოითხოვა.  მერიაში ამბობენ, რომ პროექტის ფარგლებში მოწყობილი განთების სისტემა მზის ენერგიაზე იმუშავებს. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ზვიად მხეიძის თქმით, – სოფლების დიდ ნაწილში გარე განათების პრობლმაა. საკითხი წინა წლებში, ამავე პროგრამის ფარგლებში ნაწილობრივ მოგვარდა ცენტრალური ქუჩებისათვის. წელს გამართულ სოფლის კრებებზე კი ბევრმა სოფელმა …

მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათების სისტემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში Read More »