Month: March 2019

კაკლოვანი კულტურების გაშენებისთვის 42 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016-17 წლებში კაკლოვანი კულტურების წარმოება საგრძნობლადაა შემცირებული. ქვეყანამ 2016 წელს 3,6, ხოლო 2017-ში 3,3 ათასი ტონა კაკალი აწარმოა. 2006-დან 2015 წლამდე პროდუქციის ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა. წარმოების მაქსიმალური ზრდა, 11,8 ათასი ტონა 2007 წელს დაფიქსირდა. მსგავსი სიტუაციაა თხილის მიმართულებითაც. 2016-17 წლებში საქართველოში  29.5 და 21.4 ათასი ტონა თხილი აწარმოეს, 2017 წლის რაოდენობა …

კაკლოვანი კულტურების გაშენებისთვის 42 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა Read More »

30 მარტს “დედამიწის საათი” აღინიშნება – ამ დღეს მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს ამბობს

30 მარტს მსოფლიოში დედამიწის საათი აღინიშნება. ადგილობრივი დროით, საღამოს 20:30-დან 21:30 საათამდე, მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიას გათიშავს. ეს მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც ადამიანები, ერთი საათით, ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავენ. გასულ წელს ამ დღეს 188 ქვეყანა და მილიონობით ადამიანი გაერთიანდა დედამიწის დაცვისათვის. წელს, დედამიწის საათის მთავარი …

30 მარტს “დედამიწის საათი” აღინიშნება – ამ დღეს მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს ამბობს Read More »

ახალი ტურისტული ატრაქცია – „თოკების პარკი“ მტირალას ეროვნულ პარკში

აჭარაში ჩასულ ტურისტებს, ახალი ტურისტული ატრაქცია – „თოკების პარკი“ დახვდებათ, რომელიც მტირალას ეროვნულ პარკში მოეწყო.  „თოკების პარკი“ ეკო-საგანმანათლებლო ატრაქცია და შემეცნებითი გასართობი ადგილია. ეკოტურისტული ობიექტი სხვადასხვა სეგმენტის ვიზიტორზეა გათვლილი. „თოკების პარკი“ კავკასიის ბუნების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო და მასზე 168 000 ლარი დაიხარჯა. მტირალას ეროვნული პარკი, ბათუმიდან 25 კმ-ში მდებარეობს და უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა.

უკანონო თევზჭერის ფაქტები

მცხეთის მუნიციპიალიტეტის სოფელ ძეგვში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანის მიმდებარედ და ქალაქ რუსთავში, მტკვარზე, უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოვლინდა. მოქალაქეები თევზს გასაბერი ნავებიდან, ელექტორშოკური აპარატით იჭერდნენ. თევზჭერის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული 20 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახეობის თევზი დაილუქა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 6 ოქმი შედგა.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, გამონაკლისის სახით, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობის უფლება ექნებათ

საქართველოს პარლამენტი განიხილავს ორგანული კანონის პროექტს, რომელიც ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო მიწების ფლობას განსაზღვრავს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს – მსოფლიო ბანკს, სავალუტო ფონდსა თუ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, გამონაკლისის სახით, უფლება ეძლევათ, ცალკეული პროექტების განხორციელებისას, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწას ფლობდნენ. სხვა უცხოური იურიდიული პირებისთვის მიწის ფლობა აკრძალული ხდება. კანონპროექტის ავტორი აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელიაა.

იაპონელი პროფესიონალებისთვის ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა

იაპონიაში, ქალაქ ნაჰაში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და იაპონელი ტოპ-სომელიე მოტოჰირო ოკოში უძღვებოდნენ. ღონისძიებას 60-მდე სტუმარი – სომელიეები, დისტრიბუტორები, რესტორნების, სასტუმრო და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, 7 დასახელების ქართული ღვინო დაეგემოვნებინათ.

თბილისის ახალ ზოოპარკში ენდემური სახეობის ჯიხვები საფრანგეთიდან და ჩეხეთიდან ჩამოიყვანეს

თბილისის ახალ ზოოპარაკში დასავლეთ კავკასიური ჯიხვების ვოლიერის კეთება დასრულდა და ცხოველებიც ჩამოიყვანეს. “სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს – საქართველოსთვის საამაყო, ენდემური სახეობის ორი ინდივიდი საფრანგეთიდან ჩამოვაბრძანეთ, ორიც – ჩეხეთიდან. იმიტომ, რომ ისტორიულად, კავკასიონზე გავრცელებული სახეობა, საქართველოში თითქმის აღარ დარჩა”, – წერს საკუთარ გვერდზე თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია. ზოოპარკში ჯიხვების კონსერვაციის პროექტი მათ გამრავლებასა და ბუნებაში დაბრუნებას გულისხმობს.

ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე 50 000 სული წვრილფეხა პირუტყვია ვაქცინირებული

საქართველოს მასშტაბით, ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე 50 000 სული წვრილფეხა პირუტყვია ვაქცინირებული. ვაქცინაცია საპილოტე რეჟიმში გასულ წელს დაიწყო და თვალში ჩაწვეთების მეთოდის გამოყენებას ითვალისწინებს. მიმდინარე წელს დაგეგმილია 233 000 სული წვრილფეხა ცხოველის უფასოდ ვაქცინაცია. ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი, მათ შორის მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი. ბრუცელოზი ცხოველისგან ადამიანზე გადამდები საშიში დაავადებაა. …

ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე 50 000 სული წვრილფეხა პირუტყვია ვაქცინირებული Read More »

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადების მიღება დაიწყო

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ“, „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში“ განაცხადების მიღება დაიწყო. ერთ ბენეფიციარზე თანადაფინანსების მოცულობა შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს უნდა შეადგენდეს, მაგრამ 150 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. სააგენტოს თანადაფინანსება შესაძლებელია იყოს 50%-ზე ნაკლები იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი პროექტის ღირებულება 300 000 ლარს აღემატება . შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ახალი უნდა იყოს. პროგრამის ბენეფიციარს არ …

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადების მიღება დაიწყო Read More »

მსოფლიო ბაზარზე კენკრაზე მოთხოვნა და კონკურენცია იზრდება

მსოფლიო ბაზარზე კენკრაზე მოთხოვნა და კონკურსენცია იზრდება. გასულ წელს კენკრის წარმოებამ დიდ მასშტაბებს მიაღწია, გადააჭარბა მოთხოვნას და რამაც  ფასების რეკორდული დაცემა გამოიწვია. თუმცა, გაიაფების პირობებში, მოთხოვნამ სწრაფადვე მოიმატა. ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ 2018 წელს მომხდარი ფასების ვარდნა 2019 წლისთვის ბევრი სახეობის კენკრის წარმოების შემცირებას გამოიწვევს და მოხმარების ზრდასთან ერთად, ფასები კვლავ მოიმატებს. ნავარაუდევია, რომ მსოფლიო მასშტაბით …

მსოფლიო ბაზარზე კენკრაზე მოთხოვნა და კონკურენცია იზრდება Read More »