Month: February 2019

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” პირველი ეტაპი დასრულდა

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პირველი ეტაპი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურში ჩატარებული კრებით დასრულდება. პროგრამის ფარგლებში, 3700 სოფლის მაცხოვრებელმა თავად გადაწყვიტა, თუ როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის გამოყოფილი 40 მილიონი ლარი. დღეის მდგომარეობით, სოფლის კრებებზე მიღებულია 2 300-ზე მეტი გადაწყვეტილება. მოსახლეობის მიერ არჩეულ პროექტებს შორისაა: სასმელი წყლის რეზერვუარისა და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია; სპორტული დარბაზის კეთილმოწყობა; წყაროს მოპირკეთება; საბავშვო ბაღის …

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” პირველი ეტაპი დასრულდა Read More »

ახალი პროგრამა მეხილეობასა და მეფუტკრეობაში ჩართული ფერმერებისთვის

ახალი პროგრამა მეხილეობასა და მეფუტკრეობაში ჩართული ფერმერებისთვის –  პროექტის – ,,ფერმერთა არაფორმალური განათლების ხელშეწყობა კახეთის რეგიონში” – ფარგლებში საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე” საერთაშორისო ორგანიზაცია “HEKS – EPER” – ის ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს  მებაღეობასა და მეფუტკრეობაში ჩართული ფერმერებისთვის სასერტიფიკატო კურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა რეგისტრაციას. მეხილის სასერთიფიკაციო კურსზე  პროგრამაში ჩართვა სრულიად უფასოა, სწავლის ხანგრძლივობა 8 თვეს …

ახალი პროგრამა მეხილეობასა და მეფუტკრეობაში ჩართული ფერმერებისთვის Read More »

მარნეულელი ცხვრების ფოტო National Geographic -ის ფოტოკონკურსში

მარნეულელი ცხვრების ფოტო National Geographic -ის ფოტოკონკურსში 94 ათასი ფოტოდან საუკეთესო ათეულში მოხვდა, ფოტო მარნეულის ცხოველთა ბაზრის ტერიტორიაზე, ხატია ნიქაბაძის მიერ არის გადაღებული. ათეულში მოხვედრილი ყველა ფოტო National Geographic-ში დაიბეჭდება. ათეულიდან საუკეთესო ფოტო natgeo-ს ინსტაგრამის გვერდზე მომხმარებლების მიერ იქნება გამოვლენილი. გამარჯვებული ფოტოს ავტორი აფრიკაში, ტანზანიაში 6 დღიან ფოტო ტურში გაემგზავრება.              …

მარნეულელი ცხვრების ფოტო National Geographic -ის ფოტოკონკურსში Read More »

1 მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

1 მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აიკრძალება. აკრძალულ პერიოდში ნადირობის ფაქტების გამოვლენის შემთხვევში, კანონდამრღვევი მონადირეები დაჯარიმდებიან, ჯარიმას  გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც დაემატება. გარკვეულ შემთვევებში მონადირეებს შესაძლოა სანადირო იარაღი და მისი ტარების უფლება ჩამოერთვათ. იმ შემთხვევაში თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, მონადირის მიმართ  სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება. აკრძალვა აგვისტოს თვემდე გაგრძელდება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი …

1 მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება Read More »

ტყის ახალი კოდექსი საქართველოს მთავრობამ დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნა

“ტყის კოდექსის” კანონპროექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, დასამტკიცებლად პარლამანტს გადაუგზავნა. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ: კოდექსი უზრუნველყოფს საქართველოს ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვას, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური   ფუნქციების გათვალისწინებით. კოდექსის მიზანი ტყის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესებაა. რას მივიღებთ “ტყის კოდექსით”? დამტკიცების შემთხვევაში, სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი …

ტყის ახალი კოდექსი საქართველოს მთავრობამ დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნა Read More »

აგრო სიახლეები – 5 (მეექვსე სეზონი)

თემები: როგორ მზადდება ყველისებრი მასა იატაკქვეშა საწარმოებში და როგორ ხვდება ის ბაზარზე; ახალი რეგულაცია, რომელიც საქართველოში 2021 წლამდე უნდა ამოქმედდეს, ამჯერად საქმე ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციასა და მათი სადგომების აღწერა-რეგისტრაციას ეხება.  

შეკვეთილში გამორიყული დელფინი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული არ არის – გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტატამენტი

რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელებისა  და მიდიის საშუალებით გავრცელდა ფოტო და ვიდეო კადრები, სადაც შეკვეთილში, სანაპიროზე გამორიყული მკვდარი დელფინი ჩანს. როგორც ვიდეოს ავტორი ამბობს, დელფინს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. საკითხთან დაკავშირებით, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტატამენტმა გურიის პოლიციის სამხარეო სამმართველოს დაბა ურეკის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერეს შეკვეთილის სანაპირო ზოლი, სადაც ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა. დელფინის გვამი …

შეკვეთილში გამორიყული დელფინი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული არ არის – გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტატამენტი Read More »

 სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად თანადაფინანსების პროგრამა ამოქმედდება

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა ფერმერებისთვის. ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ 50%-იანი თანადაფინანსების გრანტითა და საკუთარი თანამონაწილეობით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინონ. პროექტის საერთო ბიუჯეტი 4 მილიონი ლარია. სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე  შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს შეადგენს, თუმცა გრანტის მაქსიმალური ლიმიტი  150,000 ლარითაა განსაზღვრული. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ბენეფიციარის მიერ შერჩეული …

 სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად თანადაფინანსების პროგრამა ამოქმედდება Read More »

ახმეტაში სოფლის განვითარების ახალ პროგრამას ევროკავშირი დააფინანსებს

ახმეტაში, წალკაში, წყალტუბოსა და მესტიაში ევროკავშირი, ორგანიზაციასთან „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ თანამშრომლობით და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ახალი პროგრამას იწყებს. პროექტის მიზანი სოფლის განვითარების ხელშეწყობაა,  რაც გულისხმობს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას სოფლად მცხოვრებლებისთვის, მათთვის ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნითა და საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობით. “ეს პროექტი ხელს უწყობს ადგილობრივი მთავრობისა და თემის …

ახმეტაში სოფლის განვითარების ახალ პროგრამას ევროკავშირი დააფინანსებს Read More »

ხელნაკეთი მულტფილმის გმირები სოფელ ნატანებიდან

გელა ცენტერაძე ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში ცხოვრობს. პროფესიით სამთო იჟინერია, თუმცა წლებია, რაც პროფესით აღარ მუშაობს. როგორც თავად ამბობს 2 წლის წინ დაინტერესდა, რომ ხელოვნური ბალახისგან სხვადასვა მულტფილმის გმირი შეექმნა. მის ნაკეთობებს შორის ნახავთ წუნა და წრუწუნას, ტომი და ჯერის, მაშა და დათვს, კარლსონს, ცხენს, სპილოს და მრავალ საინტერესო ნამუშევარს. ჩვენი რესპონდენტი გარდა მულტფილმის გმირების …

ხელნაკეთი მულტფილმის გმირები სოფელ ნატანებიდან Read More »