2019 წელს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში რეკორდული ტემპერატურის 400-მდე შემთხვევა აღირიცხა

2019 წლის ზაფხულში, დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში რეკორდული ტემპერატურის 400-მდე შემხვევა აღირიცხა, – ამის შესახებ BBC წერს. 1-ლი მაისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით, 29 ქვეყანაში დაფიქსირდა ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა. ამ რეკორდთა მესამედი გერმანიაზე მოდის, მას მოსდევს საფრანგეთი და ნიდერლანდები. მაგალითისთვის, საფრანგეთში მაქსიმალურმა მაჩვენებელმა 46 გრადუსსაც კი მიაღწია. ევროპის ქვეყნებში 150 წელზე მეტია ჰაერის ტემპერატურის მაჩვენებლებს ყოველდღიურად აღრიცხავენ. შესაბამისად, რეკორდული ნიშნულებიც სწორედ დროის ამ მონაკვეთის აღწერის მიხედვით დგინდება.