Day: September 27, 2018

აგრო სიახლეები – 26 (მეოთხე სეზონი)

სეზონის დასასრულს აგრო სიახლეები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 7 თვეს აჯამებს, ნახეთ რა ვითარებაა რეგიონებში და როგორია სურსათის ეროვნული სააგენტოს სამომავლო გეგმები. გადაცემა  მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისბანკის” EBRD-ის მხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურფაროსანას” პროექტის ფარგლებში, რომელსაც “ჟურნალისტიკისრესურსცენტრი” –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთადახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

აგრო სიახლეები – 1 [მეხუთე სეზონი]

თემები: როგორ მიიღო ფერმერთა ნაწილმა სიმინდის ხარისხიანი მოსავალი და რატომ უჩივის მეორე ნაწილი აზიურ ფაროსანას? სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო კადრები – რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა მოიზიდე და გაანადგურე სადგურები რეგიონებში; ქიმიური სასუქების ალტერნატივა – როგორ დავამზადოთ და გამოვიყენოთ ბუნებრივი კომპოსტი და ვერმიკომპოსტი.

აგრო სიახლეები – 2 [მეხუთე სეზონი]

აგრო სიახლეებში ნახავთ: მედია კამპანია ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას გრძელდება; თხილის კულტურაში არსებული ვითარება და რა როგორი მოსავალი აქვთ ფერმერებს; აგრომობილი სამეგრელოში საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციას ესტუმრა.

აგრო სიახლეები – 3 [მეხუთე სეზონი]

თემები: მედია კამპანია ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას გრძელდება; გადაცემაში დასავლეთ საქართველოს რეგიონებში არსებული ვითრების შესახებ მოგითხრობთ და გაჩვენებთ თუ რას ფიქრობენ ადგილობრივები გურიასა და სამეგრელოში; შემოდგომის პერიოდში აზიური ფაროსანა ჰაერის ტემპერატურის დაწევის პარალელურად საკარმიდამო ნაკვეთებისკენ ინაცვლებს და გამოსაზამთრებლად სახლებში შესასვლელად ემზადება.