2012 წლიდან რუსეთში ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად არც ერთი ლარი არ დახარჯულა – დავითაშვილი

„2012 წლიდან დღემდე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით გამოყოფილი ბიუჯეტი 1.5 მლნ ლარიდან 9 მლნ ლარამდე გაიზარდა. ტენდეცია მზარდია. აღსანიშნავია, რომ ამ თანხიდან არც ერთი ლარი არ დახარჯულა, ტრადიციულ რუსეთის ბაზარზე, სადაც ქართულ ღვინოს ისტორიული ცნობადობა ისედაც აქვს. ჩვენი ქმედებები მიმართული იყო ალტერნატიულ ბაზრებზე ქართული ღვინის დასამკვიდრებლად“ – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, კახეთში, ფერმერებთან და ბიზნესსექტორთან შეხვედრის დროს განაცხადა. დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს პრიორიტეტია, ქართული ღვინის ბაზრის დივერსიფიცირება, რათა სექტორი რუსულ ბაზარზე არ იყოს დამოკიდებული.