2006 წელს პუტინმა დასაჯა საქართველო, მაგრამ გადაარჩინა ქართული ღვინის წარმოება – CNN

CNN Travel-მა ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. სტატიის ავტორი, პოლ რიმპლი მკითხველს ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას უამბობს.

 „ვიდრე ქრისტე წყალს ღვინოდ აქცევდა, 6 ათასი წლით ადრე, – ქართველთა წინაპრებმა ღვინოდ ყურძენი აქციეს. ამ წარმოსახვითი, ქვის ხანის საპიენსების დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ გვაქვს გამე, – წითელი ყურძენი ბოჟოლედან (Beaujolais), კიანტი ტოსკანადან, Rioja ნავაროდან და კაბერნე სოვინონი, რომელიც გვხვდება ყველგან – დაწყებული საფრანგეთით, დასრულებული ახალი ზელანდიით. ამ დრომდე, ღვინის სამშობლოდ სხვადასხვა ქვეყნები განიხილებოდა, თუმცა ეს ყველაფერი შეიცვალა.

დღეს, ქართული ღვინო თავისუფლდება სისტემის მიერ შემნილი თითქმის 100-წლიანი იზოლაციისა და განადგურებისგან, რომელმაც მევენახეობა ინდუსტრიად აქცია და ცუდი ღვინის კეთების პრაქტიკა დანერგა. პატარა ქვეყანა – რომელიც, დაახლოებით, დასავლეთ ვირჯინიის ზომისაა, ოდესღაც მთელ საბჭოთა კავშირს ღვინით ამარაგებდა.

იმის გამო, რომ სსრკ-ში ხარისხზე მეტად, რაოდენობა ფასობდა, უმეტესად მაღალმოსავლიანობით გამორჩეული წითელ საფერავი და თეთრი რქაწითელი მოჰყავდათ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 563 ჯიშის ყურძენი არსებობდა, კომუნისტები მხოლოდ 7 სახეობის ღვინოს აწარმოებდნენ. კრემლის მიერ დაწესებული გეგმის შესრულებას კომუნისტები ღვინოში შაქრისა და წყლის დამატებით ცდილობდნენ“ – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ავტორი მკითხველს 2006 წელს, რუსეთის პრეზიდენტის მიერ ქართულ ღვინოზე დაწესებულ ემბარგოზე უყვება და აღნიშნავს, რომ ეს ქართული ღვინისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რადგან ქვეყანამ საექსპორტო ბაზრის 90% დაკარგა. ამასთან, მიანიშნებს იმ დადებით შედეგზე, რაც რუსეთის ემბარგოს მოჰყვა.

„ამით პუტინმა საქართველო დასავლური მისწრაფების გამო დასაჯა, მაგრამ გადაარჩინა ქართული ღვინის წარმოება, რადგან ქვეყანა იძულებული გახდა, ეწარმოებინა კარგი ღვინო და მოეძიებინა უფრო საიმედო სავაჭრო პარტნიორები.

ღვინის დიდმა მწარმოებლებმა საექპორტო ბაზარი ჩინეთში, ცენტრალურ აზიასა და ცენტრალურ ევროპაში გააფართოვეს, მცირე, საოჯახო მარნებმა კი დაიწყეს ღვინის ჩამოსხმა გასაყიდად. მათ დაიკავეს ნიშა, რომელსაც კონკურენციას ვეღარავინ გაუწევდა, – ქვევრის ღვინის 8 000-წლიანი ტრადიცია. საქართველოში 500-ზე მეტი ადგილობრივი ჯიშის ყურძენია, რომელთა უმეტესობის აღდგენაც ახლა მიმდინარეობს“ – აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი მკითხველს 10 საუკეთესო ქართული ღვინის სახეობასაც აცნობს. სია ასეთია; საფერავი, რქაწითელი, ქისი, ჩინური, შავკაპიტო, თავკვერი, ცოლიკაური, ციცქა, ხვანჭკარა და ოჯალეში.

ავტორი:

ნათია ხუციშვილი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin