20 000 ტონა საწვავი მდინარეში – რუსეთში გარემოს „კატასტროფული“ ზიანი მიადგა

პუტინმა საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოაცხადა რაც ციმბირის ქალაქ ნორილსკში, ელექტროსადგურის მიმდებარედ მდინარეში 20 000 ტონა საწვავი დაიღვარა.

გარემოსთვის მიყენებულ ზიანს,  „კატასტროფულს“ უწოდებენ „როსპრიროდნადზორში.“ კვლევებით გამოიკვეთა, რომ ახლომდებარე წყლებში დაბინძურების დონემ ყველა დასაშვებ ზღვარს ათობით ათასჯერ გადააჭარბა.

როგორც ირკვევა, მაშინ როდესაც გაჟონვა დაიწყო საწარმოს თანამშრომლებმა ამის შესახებ შესაბამის სამსახურებს არ აცნობეს და ზიანის შეკავებას 2 დღის განმავლობაში თავად ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.

რუსეთი პრეზიდენტმა რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

წყარო: CNN.com

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin