17 ივნისი გაუდაბნოებასთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

17 ივნისი გაუდაბნოებასთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ეს დღე გაუდაბნოებასთან ბრძოლის დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1994 წელს გამოაცხადა. 1999 წლიდან საქართველო გახდა პარიზში გაეროს მიერ მიღებული გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის მხარე. ყოველწლიურად 17 ივნისი სხვადასხვა სლოგანით აღინიშნება. წლევანდელი წლის სლოგანია – „ერთად გავზარდოთ მომავალი“. გაუდაბნოება და ნიადაგის დეგრადაცია დედამიწის ზედაპირის ერთ მესამედს ემუქრება, რაც დაახლოებით 1 მილიარდ ადამიანს ტოვებს შემოსავლის წყაროს და საცხოვრებელი პირობების გარეშე. დღეს მსოფლიოში გაუდაბნოების შედეგად უკვე 24 მილიონი ეკო-მიგრანტია. სტატისტიკური გათვლებით, 2050 წლისთვის მათმა რაოდენობამ შეიძლება 200 მილიონს მიაღწიოს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin