16 ოქტომბერი – მსოფლიო სურსათის დღე

16 ოქტომბერი მსოფლიო სურსათის დღეა. შიმშილის აღმოფხვრა დედამიწაზე და ჯანსაღი საკვების ხელმისაწვდომობა, – სწორედ ამ თემებზე ამახვილებენ ყურადღებას მსოფლიოს იმ 150-ზე მეტ ქვეყანაში, სადაც ეს დღე აღინიშნება. მათ შორისაა საქართველოც. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინფორმაციით, ყოველწლიურად მსოფლიოში არსებული საკვების 30% ნაგავსაყრელზე იყრება. ეს მაშინ, როცა 150 მილიონზე მეტი 5 წლამდე ასაკის ბავშვი შიმშილობს. მსოფლიო სურსათის დღეზე FAO-ს დაარსების დღეც აღინიშნება. ორგანიზაცია 74 წლის წინ დაარსდა და 194 ქვეყანაშია წარმოდგენილი. საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს.

მსოფლიო სურსათის დღე საქართველოში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ელჩებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნეს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ტრადიციული ქართული პროდექტები, რომლებსაც საერთაშორისო ხარისხისა და ადგილწარმოშობის ეტიკეტები აქვს მინიჭებული.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა ფილმის პრეზენტაცია. „უნიკალური გემო“ – ასე ჰქვია ნამუშევარს, სადაც სულუგუნისა და თუშური გუდის ყველის წარმოების იმ ტრადიციება და გემოვნურ თვისებებზეა საუბარი, რომლებიც მხოლოდ მათი წარმოშობის რეგიონებისთვისაა დამახასიათებელი.