15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღეა

15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2008 წელს დაფუძნებული. ორგანიზაციამ ამით ადგილობრივ განვითარებასა და სოფლის მეურნეობაში, საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და სიღარიბის დაძლევაში ქალთა წვლილი აღიარა.

გაეროს ქალთა ორგზანიზაციის მონაცემებით, სოფლად მცხოვრები ქალები მსოფლიოს მოსახლეობის ¼-ს შეადგენენ და გლობალური სოფლის მეურნეობაში ჩართული მუშახელის 43%-ს აღწევს. „ქალები ამუშავებენ მიწას ერების გამოსაკვებად, უზრუნველყოფენ სურსათის უვნებლობას საკუთარი თემებისთვის და ქმნიან კლიმატის მდგრადობას“ – აღნიშნულია გაეროს დოკუმენტში.

სოფლად მცხოვრები ქალების დღეს მოსდევს მსოფლიო სურსათის დღე (16 ოქტომბერს) და სიღარიბის აღმოფხვრის დღე (17 ოქტომბერს).