11 000-ზე მეტმა მეცნიერმა კლიმატის საგანგებო მდგომარეობის შესახებ დეკლარაციას მოაწერა ხელი

მეცნიერებმა გაავრცელეს გამაფრთხილებელი განცხადება იმის შესახებ, რომ დედამიწის კლიმატური მდგომარეობა საგანგებოა. დოკუმენტი BioScience-მა გამოაქვეყნა.

დეკლარაციას 153 ქვეყნის 11-ათასზე მეტი მეცნიერი აწერს ხელს და ის ბოლო ბოლო 40 წლის განმავლობაში ჩატარებულ კვლევებს ეყრდნობა.

„მეცნიერებს გვაქვს მორალური ვალდებულება, გავაფრთხილოთ კაცობრიობა დიდი საფრთხის შესახებ. ჩვენი მონაცემებიდან ირკვევა, რომ კლიმატის საგანგებო სიტუაციასთან გვაქვს საქმე”, – ამბობს სიდნის უნივერსიტეტის ნაშრომების თანაავტორი, თომას ნიუსამი.

40 წლის წინ, 1979 წელს, 50 ქვეყნის წარმომადგენელი მეცნიერები ჟენევაში, კლიმატის პირველ მსოფლიო კონფერენციაზე შეიკრიბნენ და შეთანხმდნენ, რომ მაშინ არსებული ტენდეცია საგანგებო იყო. იგივე მოხდა 1992 წელს, რიოს სამიტზეც, 1997 წელს – კიოტოს პროტოკოლის ამოქმედებისას და 2015 წელს – პარიზის შეთანხმების ფარგლებში. მიუხედავად 40-წლიანი მოლაპარაკებებისა, სხვადასხვა დოკუმენტების ხელმოწერისა, კრიზისი ღრმავდება.

მეცნიერების აზრით, მოსალოდნელი საფრთხისგან ოპტიმალური გამოსავალია ალტერნატიული ენერგიის წყაროების: მზისა და ქარის ენერგიების გამოყენება, წიაღისეული საწვავის ნაცვლად, თუ მთლიანად არა, პირველ ეტაპზე ხმარებიდან მისი ნაწილობრივი ამოღება მაინც.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin