ტაილანდში ერთმანეთის გადარჩენის მცდელობისას 6 სპილო მოკვდა

ტაილანდში,  ხაო იაის ნაკრძალში, ერთმანეთის გადარჩენის მცდელობისას 6 სპილო მოკვდა. სპილოები 3 წლის სპლიყვის გადარჩენას ცდილობდნენ. როგორც ცნობილია, სპლიყვი ჩანჩქერში ჩავარდა, თუმცა, მის დასახმარებლად წყალში შესულმა სპილოებმა ვერც მისი გადარჩენა შეძლეს და დავადაც დაიხოცნენ. შემთხვევიდან რამდენიმე საათში სპლიყვი მდინარის ნაპირზე გამორიყული იპოვეს, იქვე ნახეს 5 მკვდარი სპილოც. მსგავსი შემთხვევა 1992 წელსაც მოხდა. ტაილანდში ამჟამად 7 000-მდე აზიური სპილო ბინადრობს, მათგან თითქმის ნახევარი ადამიანთა ტყვეობაშია.