ჰაერში ტყვიის შემცველობა

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას აგრძელებს. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად, ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა. 18 ივნისის მონაცემებით, მყარი ნაწილაკების კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე (1.1-ჯერ) და რუსთავში (2.4-ჯერ). 22 ივნისს გადაჭარბება კვლავ დაფიქსირდა თბილისში, წერეთლის გამზირზე და აგლაძის ქუჩაზე განთავსებულ მობილურ ავტომატურ სადგურზე (1.1-ჯერ), ასევე რუსთავში 1.2-ჯერ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin