ჰაერის დაბინძურება – ყველაზე მწვავე პრობლემა – NDI-ის კვლევის შედეგები

რომელია გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ყველაზე მწვავე პრობლემა თქვენს ქალაქში/სოფელში/დასახლებაში? ამ კითხვაზე ყველაზე მეტჯერ ჰაერის დაბინძურება დასახელდა – NDI კვლევას აქვეყნებს.

როგორც ცხრილში ხედავთ, გამოკითხულთა 25% მიიჩნევს, რომ ასეთი პრობლემები არ არსებობს.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 88% თვლის, რომ ბიზნესებისთვის და ადამიანებისთვის უფრო მკაცრი რეგულაციების დაწესებაა საჭირო, რადგან გარემოს დაცვა და ჰაერის დაბინძურების შემცირება მნიშვნელოვანია.  

ასევე, 89% მიიჩნევს, რომ ქალაქებში პარკებისა და მწვანე საფარის დასაცავად მისაღებია, გაფართოვდეს არეალი, სადაც მშენებლობა აკრძალული იქნებ, 88% კი იმ მშენებლობების აკრძალვას ემხრობა, რომელიც გარემოს დაცვის მაღალ სტანდარტებს არ შეესაბამება, თუნდაც საკუთრების გაძვირების ხარჯზე.

კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC- საქართველომ ჩაატარა. ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვანი მოსახლეობა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 1-3%-ია.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin