ჯიღაურას ბაზას უნგრეთის ელჩი და უნგრელი მეღვინეები ესტუმრნენ

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზას უნგრელი მეღვინეები და უნგრეთის ელჩი, ვიქტორია ჰორვარტი ესტუმრნენ. მათ ბაზაზე გაშენებული ვაზის კოლექცია დაათვალიერეს და ქართული იშვიათი ვაზისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს. სტუმრები საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის ისტორიას, ამ მიმართულებით ქვეყნის პოტენციალს და დარგის სიახლეებს გაეცნენ. ჯიღაურას კოლექციაში 350 უცხოური და 437 ქართული ვაზის ჯიშია დაცული, რომლის მოძიება და აღდგენა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin