ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 361.2 ლარია – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა მარტის თვეში საარსებო მინიმუმის შესახებ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა. საქსტატის ცნობით,  საქართველოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი თვეში 181.2 ლარია. წინა თვესთან შედარებით, ეს მონაცემი 2.1 ლარით მეტია. წინა წლის იმავე პერიოდში საარსებო მინიმუმი 176.9 ლარი იყო. ამავე მონაცემების მიხედვით, ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 256.8 ლარია, სამსულიანის 288.9, ოთხსულიანის 321 ლარი, ხუთსულიანი ოჯახის 361.2 ლარი, ექვსსულიანის და მეტის კი 427 ლარია.