ხორბლის წარმოება ნიადაგის ნულოვანი დამუშავების მეთოდით – ახალი მიდგომა ფერმერებისთვის

გიორგი ხოსროშვილს, 15 წელია კახეთში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ხორბალი, ქერი და სიმინდი მოჰყავს. იგი ერთ-ერთი პირველია, ვინც გადაწყვიტა, ხორბლის წარმოება ახალი, ნიადაგის ნულოვანი დამუშავების მეთოდით ეცადა. ახალი მიდგომა ფერმერებს ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის პროგრამის აგრონომებმა, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში შესთავაზეს. ნულოვანი დამუშავების მეთოდით, შესაძლებელი ხდება ნიადაგის კონსერვაცია, ნოყიერი ფენის შენარჩუნება, ტენიანობის რეგულირება და რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოსავლის მოყვანისთვის საჭირო ხარჯების შემცირება.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin