ხორბლის მოსავლის აღება

ხორბლის მოსავლის აღება იწყება მარცვლის სანთლისებური სიმწიფის ბოლო პერიოდში. უფრო მოგვიანებით აღებას თან ახლავს დანაკარგები. ზოგიერთ ჯიშებზე დანაკარგი 30-35%-საც აღწევს.

მოსავლის აღების პეროიდში მარცლის ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 16-17%, წინააღმდეგ შემთხვევაში კომბაინით გამოლეწვა გაძნელდება და მარცვლის დანაკარგი გაიზრდება.

მცენარის მოჭრის სიმაღლე დამოკიდებულია ყანის მდგომარეობაზე. მშრალ ადგილებში მცენარე იჭრება 15-20 სმ სიმაღლეზე.

გამოლეწილი მარცვალი გადაიტანება კალოზე – ღია ფარდულის ქვეშ, სადაც ხდება მარცვლის საბოლოო გაშრობა ისე, რომ მარცვლის ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 13-14%-ს. მარცვალი გაიწმინდება სათანადო ტექნიკით და დახარისხდება.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin