ხონის მუნიციპალიტეტში თხილის მოსავალს იღებენ

ხონის მუნიციპალიტეტში თხილის მოსავლის აღების პროცესი დაიწყო.
ფერმერებმა მავნებლებისა და სოკოვანი დაავადების წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოები აგროკონსულტანტების რეკომენდაციითა და ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრთან კოორდინირებულად ჩაატარეს. ფერმერთა ნაწილი აღნიშნავს, რომ გატარებულმა ღონისძიებებმა მავნებლის რაოდენობა საგრძნობლად შეამცირა, რაც დადებითად აისახა მოსავლის ხარისხსა და რაოდენობაზე. ხონის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები კვლავ მიმდინარეობს. საკარმიდამო ფართობები თერმული ნისლის ტექნოლოგიით, ხოლო სიმინდის მასივები ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin