ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირება წალენჯიხაში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა,- ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით სოფელ ჭალეში მძღოლს 7 ცაცხვისა და 15 წაბლის მრგვალი მორი უკანონოდ გადაჰქონდა. 

“სოფელ ჭალეში შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე 7 ერთეული ცაცხვისა და 15 ერთეული წაბლის სახეობის მრგვალი მორი იყო განთავსებული. მძღოლმა ვერ წამოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.” – ვკითხულობთ უწყების განარტებაში. 

დეპარტამენტის ცნობით, ავტომანქანა დაილუქა და მომხდარზე საქმისწარმოება დაიწყო. 

დარღვევა გამოვლინდა ხაშურის მუნიციპალიტეტშიც. სოფელ გომთან შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე 34 ერთეული თხმელასა (მურყანი) და 32 ერთეული 1,20 სიგრძის ნაძვის სახეობის დაუფირნიშენებელი მორი იყო განთავსებული.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin