ხე-ტყის უკანონო მოპოვების მაჩვენებლით კვლავ კახეთი ლიდერობს

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების მაჩვენებლით კვლავ კახეთი ლიდერობს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, აპრილში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 118 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მარტის მონაცემების მსგავსად, ყველაზე მეტი – 60 ფაქტი კახეთში აღირიცხა. სამეგრელო-ზემო სვანეთში – 11, იმერეთში – 12, გურიაში – 4, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 2, აჭარაში – 5, მცხეთა-მთიანეთში – 3, შიდა ქართლში – 2, ქვემო ქართლის მასშტაბით – 8, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე კი – 11 ფაქტი დაფიქსირდა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 363 მ3-მდე ხე-ტყე.