ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად დაკარგული ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

მეხანძრე-მაშველებმა აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მეწყერში მოყოლილი ავტომობილი და ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მდინარეში მსუბუქი ავტომანქანის მძღოლს ეძებენ. მეწყერში მოყოლილი ავტომობილი, რომელიც მაშველებმა მდინარე სატეხიადან ამოიტანეს, ცარიელი აღმოჩნდა.  

სტიქია ხელვაჩაურში გუშინ მოხდა. მეტი ინფორმაცია ნახეთ აქ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin