“ხელედულა 3 ჰესი”-ს გზშ-ის ანგარიში უხეშად არღვევს “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” მოთხოვნებს – საია და “მწვანე ალტერნატივა”

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივასთან“ ერთად მინისტრ ლევან დავითაშვილის „ხელედულა 3 ჰესის“ მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში დაგეგმილი ცვლილებების, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის გადადების მოთხოვნით მიმართეს.

ორგანიზაციების მიერ გავრცელებული განცხადებით „ხელედულა 3 ჰესის“ გზშ-ის ანგარიში უხეშად არღვევს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მოთხოვნებს. საია აგრეთვე სასამართლოში აწარმოებს საქმეს, რომელიც ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდ. ხელედულაზე „ხელედულა 3 ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილებების შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის  ბრძანების ბათილად ცნობას ეხება, რომლითაც სკოპინგის ანგარიში    (სკოპინგის საფუძველზე დგება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ტექნიკური დავალება) დამტკიცდა. 

საჯარო განხილვის ჩატარება  22 მარტს, დაბა ლენტეხშია დაგეგმილი, თუმცა ორგანიზაციები განხილვის გადადებას სასამართლოში საქმის დასრულებამდე ითხოვენ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin