ხარაგაულში უკანონო სახერხი დანადგარი ტრაქტორზე დაამონტაჟეს – ვიდეო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ წაქვას მკვიდრს ტყის ფონდში, უკანონო სახერხი დანადგარი ტრაქტორზე ჰქონდა დამონტაჟებული.  იმავე ტერიტორიაზე, უკანონოდ მოპოვებული წაბლის სახეობის 5 ერთეული მორია აღმოჩენილი.

დანადგარი და ტრაქტორი ადგილზევე დალუქეს. საქმის მასალები კი, დასავლეთის საოლქო პროკურატურაში გადაიგზავნა.

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2019 წლის იანვრიდან დღემდე, 76 უკანონო სახერხი გამოავლინეს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin