წიწიბურას მოყვანა – აგრო რჩევები

წიწიბურა (Fagópyrum) — ერთწლოვან, იშვიათად მრავალწლოვან მცენარეთა გვარს, მატიტელასებრთა ოჯახს მიეკუთვნება. მისი სამშობლო შუა და აღმოსავლეთ აზიაა. წიწიბურა წარსულში ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს მთიან ზონაშიც.

დათესვა

წიწიბურა ტიპური საგაზაფხულო კულტურაა და გაზაფხულზე ითესება, როცა ნიადაგის ტემპერატურა 10სმ სიღრმეზე 12-14 გრადუსს აღწევს. თესლი უნდა დაითესოს თანაბარ სიღრმეზე, რაც ნიადაგის შემადგელობაზე, მის ტენიანობაზე, ტემპერატურასა და თესლის სიმსხოზეა დამოკიდებული. მძიმე ნიადაგებში ჩათესვის სიღრმე 4-5ს მ-ია, ხოლო მსუბუქ გაკულტურებულ ნიადაგებზე 5-6 სმ, იგი შეიძლება 8-10 სმ სიღრმეზეც დაითესოს თუ ზედაპირი გამომშრალია. წიწიბურა ჩვეულებრივ მწკრივებად ითესება.

წიწიბურას მოსავლიანობა დამოკიდებულია თესლის ხარისხზე. დათესვის წინ თესლი უნდა შეიწამლოს ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა ფუზარიოზი, ცერკოპოროზი, ნაცრისფერი სიდამპლე და სხვ. თესლი თესვის წინ უნდა დამუშავდეს ბორის მჟავავას 1,05% იანი და მოლიბდენის 0,05% ხსნარით.

აგროტექნიკის თავისებურებიდან გამომდინარე, ფერმერმა უნდა იცოდეს, რომ წიწიბურა ხასიათდება სწრაფი განვითარებით, პირველი ნამდვილი ფოთლის გამოჩენისთანავე იწყება მთავარი ღეროს დიფერენციაცია და დატოტვა.

მოვლა

ნათესისთვის აუცილებელია სწორი და დროული მოვლა. სარეველების და ნიადაგის ქერქის მოსპობის მიზნით წიწიბურას აღმოცენებამდე და პირველი ნამდვილი ფოთლის ფორმირების ფაზაში ტარდება ნათესის დაფარცხვა. მწკვრივთშორისის პირველი დამუშავება ტარდება 5-6 სმ-ის სიღრმეზე აღმონაცენის გამოჩენის ან პირველი ფოთლის ფაზაში. მეორე დამუშავება ტარდება მცენარის დაკოკრების ფაზაში 6-8სმ-ის სიღრმეზე. 

კარგი მოსავლის მისაღებად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფუტკრით დამტვერვას. ყოველ ჰექტარზე უცილებლად საჭიროა 2-3 ფუტკრის სრულყოფილი ოჯახი, რომელიც ნათესთან ყვავილობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე დაიდგმება.

მოსავლის აღება

მოსავლი მაშინაა ასაღები, როცა მცენარეზე მარცვლის 75-80% მომწიფდება. მოთიბვისას მცენარე მიწის ზედაპირიდან 15-20 სმ სიმაღლეზე უნდა მოიჭრას.

ღვარეულის გამოლეწვა წინასწარ დარეგულირებული კომბაინით ხდება, რომელიც გულდასმით უნდა გაიწმინდოს სხვა კულტურის თესლისგან, რომელიც მის ღრეჩოებში შეიძლება იყოს ჩარჩენილი.

მიღებული მოსავალი მშრალი საწყობის პირობებში უნდა შეინახოს. 

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin