წინანდალში “საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი – კახეთი 2019” გაიმართა

წინანდალში  „საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი – კახეთი 2019“გაიმართა. ფორუმში საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მაღალი რანგის უცხოელი ინვესტორები მონაწილეობდნენ. ღონისძიებაში 20-ზე მეტი საერთაშორისო და 150-მდე  ქართული კომპანია მონაწილეობდა. ფორუმის მიზანი პოტენციური ინვესტორებისთვის კახეთის რეგიონში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობაა. ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“, კახეთის გუბერნიისა და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ოფისის (DMO) მხარდაჭერით ჩატარდა. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin