წიაღის სექტორის სახელმწიფო პოლიტიკის პროექტის განხილვა

თბილისში, „მწვანე ალტერნატივის“ ორგანიზებით, წიაღის სექტორის სახელმწიფო პოლიტიკის პროექტი განიხილეს. სამუშაო შეხვედრას წიაღის ეროვნული სააგენტოს, გარემოსა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ისინი წიაღის სექტორის გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე, სექტორთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით და სხვა პრობლემურ საკითხებზე მსჯელობდნენ. მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს წიაღით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის საკითხებზე. წიაღის სექტორის სახელმწიფო პოლიტიკის პროექტი ეროვნულმა სააგენტომ 2019 წელს მაისის ბოლოს გამოაქვეყნა. სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში პოლიტიკის დოკუმენტი საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება. დღევანდელი შეხვედრა გაიმართა Global Forest Watch (GFW)-ის პროექტის ფარგლებში, რომელსაც „მწვანე ალტერნატივა“ ახორციელებს.

სინქრონები:

  • ირაკლი მაჭარაშვილი  – არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორი;
  • ეკატერინე ნაკაშიძე – პროექტ Global forest watch-ის ეროვნული კოორდინატორი;
  • კახა არცივაძე – ბიომრავალფეროვნების სახეობათა კონსერვაციის ცენტრ “ნაკრესის” წარმომადგენელი.