ძაღლმა მაღაზიიდან ერთი და იგივე სათამაშოს მოპარვა 5-ჯერ სცადა – CNN​

სისუ – ასე ჰქვია მიუსაფარ ძაღლს, რომელმაც მაღაზიიდან ერთი და იგივე სათამაშოს მოპარვა ხუთჯერ სცადა, – ინფორმაციას CNN ავრცელებს. მედიის ცნობით, შემთხვევა ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ კენანსვილში მოხდა. მას შემდეგ რაც 1 წლის ძაღლმა სისუმ  ადგილობრივი მაღაზიიდან იასამნისფერი მარტორქის გატაცება ხუთჯერ სცადა, სუპერმარკეტის მფლობელმა ცხოველთა მონიტორინგის სამსახური გამოიძახა. გამოძახებაზე მისულმა ოფიცერმა ძაღლს ფავორიტი სათამაშო უყიდა.

ძაღლი ვარდისფერ მარტორქასთან ერთად ახლა თავშესაფარში ცხოვრობს. 



Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin