ცვლილებები რძის მწარმოებელი კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამაში

იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთაც რძის გადამმუშავებელი მანქანა-დანადგარების შესასყიდად სახელმწიფოს თანადაფინანსების მოპოვება სურთ, პროგრამის ახალი პირობებით შეუძლიათ ისარგებლონ. კოოპერატივები 90%-იან, 150 000-მდე ლარის თანადაფინებას მიიღებენ იმის მიხედვით, თუ რამდენი სული პირუტყვია მათ საკუთრებაში. პროგრამაში ჩართვა იმ გაერთიანებებს შეუძლია, სადაც 150-ზე მეტი ფური, ცხვარი ან თხა ჰყავთ. მაღალმთიან დასახლებებში რეგისტრირებულ კოოპერატივებს კი, 95%-იანი თანადაფინასების მიღებსი საშუალებაც აქვთ. ეს იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვის რაოდენობა 50 სულს აღემატება. დამატებითი ინფორმაციის მიღება ფერმერებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს გვერდზე, ასევე მათ ცხელ ხაზზე 1501-ზე დარეკვით შეუძლიათ.