ჩინეთში ფრინველის გრიპის H10N3 ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

ჩინეთში, ძიანსუს პროვინციაში ფრინველის გრიპის H10N3 შტამით ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ როიტერსი ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მედიის ცნობით, ინფიცირებული 41 წლის კაცია, რომელიც მაღალი ტემპერატურითა და გრიპის სხვა სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფრინველის გრიპის H10N3 შტამით ინფიცირება მას 28 მაისს დაუდასტურდა.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიაში ამბობენ, რომ H10N3 ფრინველის ვირუსის ნაკლებად მძიმე შტამია და მისი გავრცელების რისკი ძალიან მცირეა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin