ჩაისა და თაფლის ფესტივალი თბილისსა და ოზურგეთში

თბილისში, მთაწმინდის პარკში, ჩაისა და თაფლის ტრადიციული საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ამასთან, ჩაის ფესტივალი ჩატარდება გურიაშიც. ქალაქ ოზურგეთში ღონისძიება წელს პირველად გაიმართება. ღონისძიების მიზანია, მეჩაიეობის სფეროში ეკონომიკური ზრდის წახალისება, ერთობლივი რეგიონული ეკონომიკური პროექტების განხორციელება, ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა, ასევე მომხმარებლებში ნატურალური ჩაის პოპულარიზაცია და შიდა ბაზრის ათვისება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება 15-მდე ჩაის ადგილობრივი და იმპორტიორი კომპანიის პროდუქცია. აღსანიშნავია, რომ თბილისის ფესტივალის ფარგლებში, ასევე გაიმართება ქართული ხარისხის ნიშნის პრეზენტაციაც. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, 5 მაისს ჩატარდება. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin