შოტლანდიაში შექმნეს მოწყობილობა, რომლითაც ღორების ემოციურ მდგომარეობას დააკვირდებიან

შოტლანდიელმა მკვლევარებმა შექმნეს ტექნოლოგია, რომლითაც ღორების ემოციურ მდგომარეობას დააკვირდებიან. მოწყობილობა პირუტყვის თავის არეში გადაღებული 3D გამოსახულებებით დაადგენს, განიცდის თუ არა ღორი რაიმე სახის სტრესს,  შემდეგ კი ფერმერები ინფორმაციას სმარტფონებზე მიიღებენ. მეცნიერების მტკიცებით, ღორების ემოციური მდგომარეობის დადგენით შეიძლება განისაზღვროს სხვადასხვა დაავადებების განვითარების საშიშროება. მკვლევარები განმარტავენ, რომ დაავადებათა კლინიკურ გამოვლენამდე, ცხოველებს ემოციური ფონის ცვლილება ახასიათებთ, რისი ამოცნობაც ახალ ტექნოლოგიას 97%-იანი სიზუსტით შეუძლია.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin