შიდა ქართლში ხილისა და ბოსტნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთები მოეწყო

ადგილობრივი ფერმერებისათვის სასოფლო-სამეურნეო მომსახურების მიწოდების პოპულარიზაციის მიზნით, შიდა ქართლში ხილისა და ბოსტნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთები მოეწყო. შიდა ქართლი USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამა „ზრდას“ სამიზნე რეგიონია. ერთობილი ინიციატივით, შიდა ქართლის რეგიონში, პროგრამის პარტნიორმა ორგანიზაცია AgroCom-მა ფერმერთა შერჩევის პროცესი აწარმოა, რამდენიმე ფერმერი შეარჩია და უზრუნველჰყო სარწყავი სისტემითა და სხვა საჭირო აღჭურვილობით, ასევე გაუწია პროფესიონალური კონსულტაცია. შედეგად, ქარელის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში მდებარე 15 სოფელში, ჯამში 21.1 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, პომიდვრის, ბულგარული წიწაკის, საზამთროს, ნივრის, ბროკოლის, ლობიოს, ვაშლისა და ქლიავის 24 სადემონსტრაციო ნაკვეთი მოეწყო.