შვილიშვილების გამზრდელი ბებიებისა და ბაბუების სპეცპროგრამა

მაშინ, როცა საქართველოში პარლამენტი ბებიებს სპეციალურ დღეს ჰპირდება, ბაბუები კი მოლოდინის რეჟიმში არიან, აშშ-ში დასავლეთ ვირჯინიის შტატში უფასო რესურსების პროგრამა მოქმედებს.

დასავლეთ ვირჯინიის შტატის უნივერსიტეტის ინიციატივა, უფასო ინფორმაციითა და რესურსებით ეხმარება იმ ბებია-ბაბუებს, რომლებიც ერთ ან რამოდენიმე შვილიშვილს ზრდიან. პროგრამა შტატის საკანონმდებლო უწყებისა და ადგილობრივი სამედიცინო, სადაზღვევო კომპანიების გრანტითა და შენატანებით ფინანსდება. პროგრამა Healthy Grandfamilies 10 სადისკუსიო ნაწილისა და დამატებითი სერვისებისგან შედგება, ხორციელდება მოხალისე პროფესიონალებისა და პარაპროფესიონალების ჩართულობით. ყოველი სესია იძლევა ღირებულ რესურსს, აგრეთვე არის მონაწილეთა თანმხლები ბავშვების მეთვალყურეობისა და გამაგრილებელი სასმელებით უზრუნველყოფის სერვისი.

სადისკუსიო სესიების მიმოხილვა:

  • აღზრდა 21 საუკუნეში
  • ოჯახური დამოკიდებულებები: ახალი დინამიკა
  • ურთიერთობა: როდესაც არავინ საუბრობს, მაგრამ ყველა წერს გზავნილებს
  • ტექნოლოგიები და სოციალური ქსელები: საფრთხეები და დადებითი მხარეები
  • კვება: დაბალანსებული საკვები, სწრაფი კვება
  • კანონმდებლობა კითხვები და საბუთები: მოაგვარო ყველა იურიდიული საკითხი, რათა გაიგო „ვინ არის რეალურად პასუხისმგებელი“
  • ცნობიერების ამაღლება საკუთარ ჯანმრთელობასა და თავის მოვლაზე: ოჯახის ამ ახალ გარემოებაში, როგორ იზრუნო საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემებზე
  • ჯანსაღი ცხოვრების წესი და სტრესის მართვა: როგორ გაუმკლავდეთ საკუთარ და შვილიშვილების სტრესებს
  • საჯარო სკოლების სისტემა: გაეცანით მშობელთა და მასწავლებელთა ორგანიზაციებს, აგრეთვე როგორ დაეხმაროთ შვილიშვილებს საშინაო დავალებებში

სხვა მომსახურება:

სესიების დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ 3 თვიან უფასო მომსახურებას სოციალური მუშაკებისგან, რომლებსაც კარგად ესმით ბებია-ბაბუების საჭიროებები. მომსახურება ითვალისწინებს:

  • საზოგადოებრივი რესურსების მოძიებაში დახმარება
  • კონფიდენციალური დახმარება თქვენი ოჯახის განსაკუთრებულ საჭიროებაში
  • საჭიროებისამებრ ინტერესების დაცვის მომსახურება

უფრო მეტი პროგრამის შესახებ ENG

წყარო: http://healthygrandfamilies.com/

შენიშვნა: ბებია-ბაბუები შეგვიძლია აღვიქვათ ან წავიკითხოთ, როგორც:

ბაბო-პაპები; დიდედა-პაპები; დიდედა-ბაბუები 🙂

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin