შვეიცარიის მეცხოველეობის მომავალი რეფერენდუმით განისაზღვრება

2022 წლის 25 სექტემბერს შვეიცარიის მოქალაქეები,
რეფერენდუმზე კენჭს უყრიან წინადადებას სამრეწველო მეურნეობის აკრძალვის შესახებ.

ქვეყანას, რომელსაც ისედაც ერთ-ერთი მკაცრი რეგულაციები აქვს სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა კეთილდღეობისთვის, შესაძლოა ის კიდევ უფრო გამკაცრდეს.

სახალხო საკანონმდებლო ინიციატივა „ინდუსტრიული მეცხოველეობისა და ცხოველთა მასობრივი ყოლის აკრძალვაზე“ წარდგენილია შვეიცარიის პატრიათშორისი საინიციატივო კომიტეტისა და ცხოველთა დამცველი რადიკალური მემარცხენეების მიერ. ქვეყნის მთავრობა და პარლამენტი კი თვლიან, რომ შვეიცარიას გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონმდებლობა სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა დაცვისა და კეთილდღეობის მიმართულებით და მოუწოდებენ მოსახლეობას უარი თქვან ინიციატივაზე.

რა მოწოდებაა ინიციატივაში?

ინიციატივაში არის მოწოდება „დაცული იყოს შინაურ სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა კეთილდღეობა“ ფედერალური კონსტიტუციის ბაზაზე, აისახოს ინტენსიური მეურნეობების, ინდუსტრიული მიმართულება. ამავდროულად, შემოთავაზებულია ყურადღება გამახვილდეს 2018 წელს შემუშავებულ და დაფიქსირებულ სტანდარტებზე შვეიცარიის სასოფლო-სამეურნეო „ხარისხის ნიშნის“ Bio Suisse-ის დებულებაში. იგივე მოთხოვნები და სტანდარტები (თუ რეფერენდუმით გამოვლინდება) უნდა გავრცელდეს ცხოველებისა და ცხოველური წარმოშობის საკვები პროდუქტების იმპორტზეც.

რამდენად გავრცელებულია მეცხოველეობის ინტენსიური მეურნეობა შვეიცარიაში?

განსაკუთრებულად კეთილსაიმედო პირობები (BTS) რეგულარული გასეირნება სუფთა ჰაერზე (SRPA) ცხოველთა სახეობების მიხედვით 2019 წლის მონაცემებით:

თუმცა, საინიციატივო კომიტეტი მიიჩნევს, რომ მაჩვენებელი არასაკმარისია და შვეიცარიაში კვლავ არსებობს ცხოველთათვის საზიანო ინდუსტრიული ინტენსიური სოფლის მეურნეობა. Bio Suisse-ის სტანდარტების ყველგან ნორმად ქცევის შეთავაზებით, ინიციატორებს სურთ, რომ პირუტყვი და ფრინველი იყოს მცირე ჯგუფების მიხედვით, ჰქონდეთ მეტი სივრცე და გარანტირებული წვდომა ბუნებასა და სუფთა ჰაერზე.

შვეიცარიაში ერთ ფერმაში არსებული ცხოველთა რაოდენობა ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია:

შვეიცარია დამატებით სუბსიდიებს უწევს ფერმერებს, რომლებიც იყენებენ განსაკუთრებით ჰუმანურ პირობებს და ტექნოლოგიებს მეცხოველეობაში, უზრუნველყოფენ მათ სუფთა ჰაერზე რეგულარულ სეირნობას. ეს სტანდარტები გამოიყენება შვეიცარიის თითქმის ყველა მეფრინველეობის პირუტყვისა და ღორის უმეტეს ფერმაში.

მთავრობა (ფედერალური საბჭო) და საპარლამენტო უმრავლესობა მოსახლეობას ინიციატივის უარყოფისკენ მოუწოდებენ. მემარჯვენე და ცენტრისტულ პარტიებს არ სურთ ფერმერების ახალი კანონმდებლობითა შეზღუდვა. ინიციატივას ასევე ეწინააღმდეგება ბიზნეს საზოგადოება, შვეიცარიის ფერმერთა კავშირი და თითქმის ყველა მცირე ფერმერთა ასოციაცია.

შვეიცარია წარმოადგენს პირდაპირი დემოკრატიის მაგალითს. თუ ინიციატივა 25 სექტემბერს გავა ელექტრონულ რეფერენდუმზე და მოსახლეობის ხმათა უმრავლესობას მიიღებს, მთავრობა და პარლამენტი ვალდებული იქნებიან მოახდინონ საკითხის იმპლიმენტირება.

სტატია სრულად ENG

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin